2016
წითელი მშრალი ქვევრი
14%
0 მლ
30.95₾
წითელი ღვინო, რომელიც მზადდება ენდემური საფერავის ჯიშის ვაზისგან, რომელიც მიეკუთვნება იმ უიშვიათეს სახეობებს, რომლებიც პიგმენტს შეიცავენ არა მხოლოდ კანში, არამედ – რბილობშიც. შესაბამისად, საფერავის ღვინო უმალვე იღებს წითელ ფერს, მაშინ როდესაც სხვა წითელი ღვინოები შეფერილობას მხოლოდ მაცერაციის შემდეგ იღებენ. ხელით ნაკრეფი მტევნები, ბუნებრივი ფერმენტაცია, მაცერაცია და 6-თვიანი დაძველება საუკუნოვან ქვევრებში. ღვინო არ იფილტრება, ამიტომ ბოთლში შესაძლოა შეგხვდეთ ღვინისთვის დამახასიათებელი ნალექი.