ღვინის შესახებ

  • ჩამოსხმის წელი

    2017

  • არომატი

  • ალკოჰოლურობა

    12%

  • მოცულობა

    0 მლ

რქაწითელი / მწვანე

რქაწითელი / მწვანე

კახურო

27.95

ღვინო „კახურო“ დამზადებულია კახეთის რეგიონში, წინანდლის მევენახეობის მიკროზონაში, რქაწითელისა და მწვანე კახური ჯიშის ყურძნისაგან. დადუღებული და დავარგებულია ჭაჭა-კლერტზე ბუნებრივად ექვსი თვის მანძილზე, კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. ვენახი დამუშავებულია ბიოაგროს ტექნოლოგიით, არ არის გამოყენებული ქიმიური სასუქები და შხამქიმიკატები, ანუ ღვინო ,,კახურო“ არის სრულიად ნატურალური, ბიო პროდუქტი. ღვინო არის ქარვისფერი, გამჭვირვალე სხივით, დამახასიათებელი სასიამოვნო და გამყოლი ლეღვის ჩირის არომატის ტონით. კარგად ეხამება: მოხარშულ/შემწვარ ხორცს, ქათამს, თევზს, ნიგვზიან სალათებს და ხილს. ღვინო არ არის დამუშავებული ქარხნული წესით და შეიძლება გაუჩნდეს ბუნებრივი ლექი.

ადგილზე მიტანის სერვისი