უსამართლოდ მივიწყებული ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების მომავალი

05 იანვარი, 2018წ

გაზიარება

უსამართლოდ მივიწყებული ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების მომავალი

უსამართლოდ მივიწყებული ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების მომავალი

მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი ათწლეული და ეკონომიკური პრობლემები ქართული მეღვინეობისთვის მწარე წამალი აღმოჩნდა, რაზეც დღეს აღარავინ დაობს. როგორც ცნობილია, ახალი, მაგრამ რთული ბაზრების ასათვისებლად დარგი იძულებული გახდა, ხარისხიც გაეუმჯობისებინა და ისეთ სიახლებზეც ეფიქრა, რაც კონკურენტებთან ბრძოლაში იარაღად გამოადგებოდა.

ბოლო წლებია მეღვინეებს გაახსენდათ, რომ არსებობს უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, რომელთა დიდი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში უსამართლოდ იყო მივიწყებული.

მართალია, ვაზის იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისგან დაწურული რამდენიმე ღვინო ბაზარზე ჯერ კიდევ ემბარგომდე გამოჩნდა, მაგრამ ემბარგოს შემდეგ წელიწადი არ გავა, მეღვინეობას რამდენიმე ახალი ქართული ჯიში არ შეემატოს. ღვინის დახლებზე ახლა უკვე თავს იწონებენ: ჩინური, ქისი, ხიხვი, თავკვერი, შავკაპიტო, გორული მწვანე, უსახელაური, წულუკიძის თეთრა, ალადასტური, კრახუნა და ჩხავერი...

ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის საკოლექციო ნაკვეთში ყოველწლიურად 25-მდე ჯიშის ყურძენი იკრიფება და 20-მდე ღვინო იწურება. აქედან დეგუსტაციამდე ამ ჯიშების ღვინოებმა მოაღწია: მესხური ყურძენი, მესხური ჩიტისთვალა, მესხური მწვანე, საკმიელა, გლდანურა (იგივე - გორულა), ქისი, ხიხვი, კახური თეთრი, ღვინის თეთრა, ასურეთული შავი, ძელშავი, საჩხერის ძელშავი, დანახარული, მგალობლიშვილი, ჭანკილოური, ახმეტის შავი, ახმეტის წითელი და მირზაანული...

როგორც ღვინის ექსპერტები ამბობენ, დროა ქართული ღვინის სამრეწველო სორტიმენტს დაემატოს რამდენიმე აბორიგენული ჯიში, როგორიცაა: დანახარული, მგალობლიშვილი, საკმიელა, ჭანკილოური, ახმეტის შავი და ახმეტის წითელი. ხოლო სორტიმენტში უკვე შეტანილ ჯიშებს - კრახუნას, თავკვერს, კახურ მცვივანს, ჩხავერს და სხვებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ღვინის კომპანიებს შეუძლიათ, თამამად ენდონ მათ.

 

 

პოპულარული ღვინოები

17.78
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

11.56
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

223
შატო ლიპარტიანი

შატო ლიპარტიანი

წითელი მშრალი