შემაგრებული ღვინოები "ენოთეკიდან" - როგორ შევინახოთ ქართული ტკბილი და სადერსეტო ღვინოები

04 იანვარი, 2018წ

გაზიარება

შემაგრებული ღვინოები "ენოთეკიდან" - როგორ შევინახოთ ქართული ტკბილი და სადერსეტო ღვინოები

შემაგრებული ღვინოები "ენოთეკიდან" - როგორ შევინახოთ ქართული ტკბილი და სადერსეტო ღვინოები

წლების წინ თბილისიში გამოჩნდა 60-იან წლებში ჩამოსხმული, შემაგრებული ღვინოები, რომლებსაც თავიანთი პასპორტები ჰქონდათ მოთავსებული ხის ლამაზ ყუთებში და ქართული ღვინის ბაზრისთვის უჩვეულოდ მაღალ ფასში 500 - 800 ლარად იყიდებოდა. ფასის მიუხედავად, ამ ღვინოებისადმი კოლექციონერებისა და გურმანების ინტერესი თანდათან იზრდებოდა, მაგრამ მოულოდნელად დასახელებული ღვინოები დახლებიდან გაქრა.

შემაგრებული ღვინოების ეს პარტია მეღვინეობის, მევენახეობისა და მებაღეობის ინსტიტუტის "ენოთეკას" ეკუთვნოდა. ცოტა ხანში ინსტიტუტი აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა და გასული საუკუნის ღვინოების მდიდარი კოლექციაც უნივერსიტეტის საკუთრებაში გადავიდა.

რთული სათქმელია კიდევ გამოჩნდება თუ არა მაღაზიებში ქართული სადესერტო ღვინოები 50 და 60 წლის დაძველებით, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, ქართულ მეღვინეობაში ასეთი ტიპის ღვინოების წარმოების ტრადიცია აუცილებლად უნდა აღორძინდეს. შემაგრებულ ღვინოებს, ჩვეულებრივ ღვინოებთან შედარებით, დაძველების მეტი პოტენციალი აქვს. ასეთ ღვინოებს გარკვეული რაოდენობის სპირტი ემატება, რაც მათ მდგრადობას უზრუნველყოფს.

პოტენციალის მიუხედავად, სადესერტო და შემაგრებული ღვინოები ქართულ ბაზარზე იშვიათია. ეს ღვინოები ძირითადად დაყენებულია ზამთრისპირზე დაკრეფილი 100% რქაწითელის ყურძნისგან. ამ დროს კახეთის ზვრებში ყურძენი ივითარებს ე.წ. კეთილშობილ ობს, რომელიც მარცვლებს განსაკუთრებული არომატებით ამდიდრებს და ღვინოც განსაკუთრებული გამოდის.  

 

 

პოპულარული ღვინოები

11
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

7.45
რქაწითელი კლასიკური

რქაწითელი კლასიკური

თეთრი მშრალი