ყურძნის წიპწების ზეთი ადამიანზე გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ანეიტრალებს

28 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

ყურძნის წიპწების ზეთი ადამიანზე გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ანეიტრალებს

ყურძნის წიპწების ზეთი ადამიანზე გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას ანეიტრალებს

ყურძნის წიპწებს გააჩნია გამოხატული, ეფექტური სამკურნალო თვისებები. მის შემადგენლობაში შედის ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები-ნივთიერებები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია, დაბერების პროცესის შეფერხება, გარემოს აგრესიული ზემოქმედების განეიტრალება შეუძლია.


ორგანიზმზე ყურძნის წიპწების ანტიოქსიდანტური მოქმედება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე Е და С ვიტამინების. გარდა ანტიოქსიდანტებისა ყურძნის წიპწები შეიცავს ფიტოესტროგენებს-მცენარეულ ჰორმონებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა 45 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის. თუმცა ყურძნის წიპწების უბრალოდ დაღეჭვასა და ჭამას ისეთი გამოხატული სამკურნალო ეფექტი არ აქვს, როგორც ნაყენს. ყურძნის წიპწების სამკურნალო თვისებები გადადის წითელ ღვინოში, რომლის ზომიერი რაოდენობით მიღება დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ყურძნის წიპწების ექსტრაქტი ორგანიზმზე შემდეგნაირად მოქმედებს: ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს; ამცირებს თრომბის წარმოქმნის საშიშროებას; აუმჯობესებს თვალის ბადურის ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვანია ასაკოვანი და კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებისათვის; აუმჯობესებს ტვინის ჟანგბადითა და მიკროელემენტებით მომარაგებას.

ყურძნის წიპწებიდან მიღებულ ზეთს გააჩნია: ბაქტერიოციდული, ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, შემახორცებელი თვისებები, რის გამოც ყურძნის ზეთს იყენებენ გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონული დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ყურძნის ზეთს ხმარობენ სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაშიც. აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

სამკურნალო ნაყენის რეცეპტი

შავი ყურძნის 100 გრამ წიპწებს (უმჯობესი იქნება, თუ წიპწებს წინასწარ დაფქვავთ) დაასხით 0,5 ლიტრი არაყი და გააჩერეთ ერთი თვე. ნაყენი დროდადრო შეანჯღრიეთ. მზა ნაყენი უნდა გადაწუროთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამის დროს, ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ 14 დღე დაისვენეთ და ისევ გაიმეორეთ ერთთვიანი კურსი. ნაყენის მიღება რეკომენდებულია: გულის იშემიური დაავადების, სისხლძარღვთა პათოლოგიების, თვალის დაავადებების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს, აგრეთვე, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ლალი ჩხიკვაძე

პოპულარული ღვინოები

24.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

თეთრი მშრალი

39.5
ჟიცი - კიტრი

ჟიცი - კიტრი

41.95
საფერავი - Valentine's Day

საფერავი - Valentine's Day