საახალწლოდ ALLWINE.GE და „თელიანი ველი“ მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

28 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

საახალწლოდ ALLWINE.GE და „თელიანი ველი“ მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

საახალწლოდ ALLWINE.GE და „თელიანი ველი“ მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

ინტერნეტ მაღაზია და მედია პორტალი allwine.ge და კომპანია "თელიანი ველი" უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. სწორედ ამიტომ, საახალწლოდ, allwine.ge და კომპანია "თელიანი ველი“ მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

საახალწლო აქციის მიხედვით, 31 დეკემბრის ჩათვლით, თქვენ საშუალება გეძლევათ allwine.ge-ს სადეგუსტაციო კუთხეებსა და ვებგვერდზე კომპანია"თელიანი ველის" ღვინოები ექსკლუზიურ ფასად შეიძინოთ.

"თელიანი ველი" ქართული ღვინის კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მას საქართველოს ღვინის ბაზრის თითქმის 50% უკავია. ის ამავე დროს ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის კომპანიაა. ჰოლდინგში რამდენიმე შვილობილი კომპანია ერთიანდება, მათ შორის Teliani Trading და Teliani Trading Ukraine, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციით არიან დაკავებულნი, ასევე Le Caucase LLC (ბრენდის მწარმოებელი კომპანია). კომპანია ასევე ფლობს Cupa LLC-ის წილს, რომელიც მუხის კასრებს აწარმოებს.

კომპანია დღეს

“თელიანი ველი” ღვინის წარმოების ქართულ ტრადიციებს მისდევს და ამავდროულად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოტივირებული ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნას. 2004 წლის მაისში “თელიანი ველმა” დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან. ამ უკანასკნელმა შეიძინა “თელიანი ველის” აქციები.

ამ ინვესტიციამ კომპანიას საშუალება მისცა, აეშენებინა ახალი ღვინის საწარმო, საქართველოს საუკეთესო მიკროზონებში გაეშენებინა ახალი ვენახები, გაეუმჯობესებინა მარკეტინგული ინიციატივები და გაეზარდა უმაღლესი ხარისხის ღვინის გაყიდვები ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე, ნაწილობრივ განეახლებინა არსებული საწარმოო დანადგარები და გაეზარდა წარმადობა. კომპანიამ საკმაოდ მცირე დროში შეცვალა მოძველებული საწარმოო ხაზი დასავლური ანალოგიით და დაამონტაჟა თანამედროვე იტალიური ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი.

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამონტაჟდა პნევმატური წნეხები. წარმოების ყველა ეტაპზე, დაწყებული ყურძნის შერჩევიდან დამთავრებული ჩამოსხმით, დაწესდა მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა. 2005 წლის 23 თებერვალს საქართველოს ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატამ სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაასახელა წლის საუკეთესო კომპანიად.

დღესდღეობით სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც დაკავებულია შემდეგი საქმიანობით:

  • მეღვინეობა და მევენახეობა – “თელიანი ველი”;
  • ბრენდის და საკონიაკე სპირტების წარმოება - “LE CAUCASE” ;
  • მუხის კასრების წარმოება – “კუპა” ;
  • საკუთარი დისტრიბუცია.

 საიუბილეო 20 წლისთავზე „თელიანი ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო

„ეძიე და მოყევი ღვინოს „ - „თელიანი ველის“ ახალი კამპანია - 4 კრეატიული სააგენტოს მიერ შექმნილი 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული საკოლექციო შეფუთვა.

საიუბილეო 20 წლისთავზე „თელიანი ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო. წლების განმავლობაში ბრენდის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა, სწორედ ამ მოწოდების გარშემო ერთიანდება. პლატფორმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  •     ცოდნის ამაღლება;
  •     ღვინო და კერძის შეხამება;
  •     ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი;
  •     ღვინის ისტორია;

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო  შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს.

შეფუთვის შესაქმნელად კომპანიამ მოიწვია 4 კრეატიული სააგენტო, რომელთაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდათ 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი. სამუშაო პროცესში თითოეულმა სააგენტომ შეარჩია ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ მიმართულებას და შექმნა ამ ღვინისათვის ეტიკეტის დიზაინი.

  •     „კოლეკტივი“ - ღვინის ცოდნის ამაღლება, ახაშენი;
  •     „მორსტუდიო“ - ღვინისა და კერძის შეხამება, წინანდალი;
  •     „აბეკაგრაფიკსი“ - ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი, საფერავი;
  •     გიორგი პოპიაშვილი - ქართული ღვინის ისტორია, რქაწითელი ქვევრი;

პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. საქართველო აღიარეს, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა. „კოლეკტივმა“ „ახაშენის“ შეფუთვაში აქცენტი, სწორედ ამ მოვლენაზე გააკეთა და დიზაინში თავი მოუყარა მსოფლიო პრესის ხმამაღალ სათაურებს.

„მორსტუდიომ“ „წინანდალის“ დიზაინში ქართული სუფრის მრავალფეროვნება ასახა. ეტიკეტი ძველი კულინარიული რეცეპტებისა და კერძების ვიზუალური მასალის გამოყენებით შეიქმნა. ქართული სუფრაც ხომ ღვინის, კერძებისა და ემოციების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს.

„აბეკაგრაფიკსის“ „საფერავის“ ეტიკეტში მთელი საქართველო ფანქრითარის ჩახატული. დიზიანის მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა საქართველოს გზას მოგასწავლის.

გიორგი პოპიაშვილის „რქაწითელი ქვევრი“ წარმოადგენს ქვევრის იმიჯს, რომელიც დახატულია 8000 წერტილით. თითოეული წერტილი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ღვინის წარმოების ერთწელს.

4 ბოთლიანი საკოლექციო შეფუთვა ლიმიტირებული რაოდენობისაა სულ 1 500 ცალი. ასევე დამატებით გაიყიდება შეზღუდული  რაოდენობა შეფუთვის გარეშეც. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ღვინის სპეციალიზირებულ და ქსელურ მაღაზიებში.

ონლაინ შეძენის მსურველებისთვის კი ექსკლუზიურ ფასად, მხოლოდ ღვინის ონლაინ მაღაზია allwine.ge - ზე.  

მომხმარებელს ონლაინ მაღაზიაში შეძენისას საშუალება ექნებათ მიუთითონ მათთვის სასურველი მისალოცი ტექსტი და კურიერი საკოლექციო შეფუთვასთან ერთად ხელნაწერ ბარათსაც მიუტანს.

პოპულარული ღვინოები

17.73
შარდონე

შარდონე

თეთრი მშრალი

22.95
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

50.75
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

29.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი