უძველესი ვაზის ჯიში თეთრი კამური - გურიიდან - იმერეთამდე

20 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

უძველესი ვაზის ჯიში თეთრი კამური - გურიიდან - იმერეთამდე

უძველესი ვაზის ჯიში თეთრი კამური - გურიიდან - იმერეთამდე

თეთრი კამური გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება, ამავე დროს მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება საკმაოდ ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ლიტერატურულ წყაროებში, აგრეთვე გურიისა და იმერეთის მოსახლეობაში ცნობილია თეთრი კამურას, კამურას და კამურის ყურძნის სახელწოდებითაც. 

თუ სად წარმოიშვა ან როგორი ევოლუცია განიცადა თეთრმა კამურმა საუკუნეთა განმავლობაში გურიისა და იმერეთის რაიონებში, ამის ირგვლივ არავითარი წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება. ლიტერატურულ წყაროებში ჩვენ ვპოულობთ ამ ჯიშის შესახებ მცირეოდენ მასალას XIX საუკუნის დამლევიდან XX საუკუნის დასაწყისამდე. თეთრი კამური მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარად გურიაში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთის მთისპირა მიკრორაიონებში. როგორც ძლიერ მოზარდ ჯიშს, მას ხშირად აშენებდნენ მარნების თავზე დასაჩრდილებლად და აგრეთვე შენობების ან აივნების დასაფარავად და გასალამაზებლად. 

გადმოცემით, კამურის პროდუქციას ძირითადად იყენებდნენ ყურძნად. ამ მიზნით ხშირად ვაზებზე ტოვებდნენ ყურძენს და მხოლოდ ზამთარში კრეფდნენ საჭიროების მიხედვით ან აკიდოებად ინახავდნენ მთელი ზამთრის განმავლობაში. გურიის ზოგიერთ სოფელში (საჯევახო, ბურნათი, ფარცხმა), აგრეთვე ქვემო იმერეთშიაც, კამურისაგან ღვინოსაც ამზადებდნენ. ეს ღვინო ალკოჰოლის ნორმალური შეცულობით, შედარებით მცირე მჟავიანობითა და საკმაო სხეულით ხასიათდებოდა.

თეთრი კამურის მტევანი ვიზუალურად

მაღალი გემური თვისებებით, ყურძნის შენახვის უნარიანობით, ტრანსპორტაბელობითა და მტევნებისა და მარცვლების გარეგნული სილამაზით თეთრი კამური მიეკუთვნება ხარისხოვანი ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული აგრეთვე ორდინარული ტიპის ღვინოების დასამზადებლად. გარდა ამისა აღსანიშნავია ვაზის ძლიერი ზრდა - განვითარება და ხელის შემწყობი პირობების დროს უხვი მოსავლიანობა.

თეთრი კამური გავრცელებული იყო გურიის შემდეგ მიკრორაიონებში: ა) კოხნარ - საჭამიასერის ზონაში: ბურნათის, კოხნარის, ნაკადულის, ქვემოხეთის, ჩომეთის, განთიადის, მამულარის და კალაგონის მიკრორაიონებში; ბ) დაბლაციხე - ზომლეთის და იანოულ - ბერეჟოულის ზონაში: დაბლაციხის, საყვავიტყის, ბურნათის, ფარცხმის, ახალსოფლის, განახლების, გოგოლეისუბნის, სამების, ვანის, ზომლეთის, იანოულის, ქვემო ონჭიკეთის, ქვემო ერკეთისა და ჩაისუბნის მიკრორაიონებში; გ) ნიგოით - შუხუთის და ჩიბათ - ჩოჩხათის ზონაში: ჭყონაგორას, ჩოლობარგის, ნიგოითის, ზემო შუხუთის, შრომისუბნის, მოედანის, ხორეთის, წითელი უბნის, გულიანის, ქვიანის, ქვემო შუხუთის, ლაშისღელეს, ლანჩხუთის, გვიმბალაურის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის, ახალსოფლისა და ორმეთის მიკრორაიონებში. დ) აკეთ - მამათის ზონაში: ჭანჭათის, ქვემო აკეთის, ზემო აკეთის, აცანის, მამათისა და გაგურის მიკრორაიონებში.

 

 

პოპულარული ღვინოები

8.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

28.95
საფერავი გაუფილტრავი

საფერავი გაუფილტრავი

წითელი მშრალი