"მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება?“ - გოგლა ლეონიძის შესანიშნავი სიტყვები ღვინოზე

12 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

"მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება?“ - გოგლა ლეონიძის შესანიშნავი სიტყვები ღვინოზე

"მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება?“ - გოგლა ლეონიძის შესანიშნავი სიტყვები ღვინოზე

დიდი ქართველი მწერლის, გოგლა ლეონიძის მოთხრობაში, "ჩირიკი და ჩიკოტელა", ფანტასტიურადაა აღწერილი არამხოლოდ მწერლის, არამედ ზოგადად ქართველების დამოკიდებულება ღვინისადმი. უმთავრესი კი მაინც ეს ფრაზაა: "მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება? მაშ, რათ არის ნაკურთხი ზედაშე?!". გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ამ შესანიშნავი მოთხრობიდან:

"ჭამპურას საათობით შეეძლო ემსჯელა, თუ რა სჯობია - ორაგული, მურა კალმახი, თუ მურწა ვაზის ფოთოლზე? რა უგემრიელესია? - ზუთხი, თართი, თუ ლოქო ძმრიან ქინძში? ქათმის ჩიხირთმა და ბატკნის ბოზართმა. ხონჩით პური და მარილი, ხახალზე მწვანილეული, კიტრი, ყველი, ცხვრისთავი, ლურჯი კაპუეტები, მწვადი... ახ! მოყუდებული ჩარექა!...

მაშ, ამ წითელ ღვინოში მზის მადლი არ ინახება? მაშ, რათ არის ნაკურთხი ზედაშე?! სულ მუდამ ღვინის კაპი სწყუროდა. შეჟუნჟრუკდებოდა, მერე დუქნიდან ფრატა - ფრუტით მოდიოდა. გემრიელი კერძი და ძლიერი ღვინო. მადით სჭამე, გულით დალიე, მხიარულად იცინე! - ასეთი იყო ჭამპურა ჭამაპურიძის თუ ძვალიყლაპიაშვილის აღთქმა. თევზეულობის დიდ თაყვანისმცემელს, სალაპარაკოდ უფრო სალიანის თევზეულობა ჰქონდა - კარგად გამოსული შამაია, ახალი ქვირითი და წითელი ხიზილალა! ეს იყო მისი ფიქრი და საგონებარი!

ერთხელ, შუადღისას, ვენახი რომ შეზვერა, ჩიკოტელას ვაზის ბურვილში შემოესმა ნაზი სიტყვები: „ შენი ქოჩრის მონაგლეჯი დამწვარ გულზე დამაყარე“! - ო. ამიყვანე, წამიყვანე! ისევ ისმოდა ნაზი ხმა. ნასმენალის მერე ჩიკოტელამ ფრთხილად გადასწია ვაზის ფოთლები და რა სახილავი ნახა! ზედ მიჯნაზე მისი თეთრუა ისე ჩაჰკვროდა ჩირიკის ვაჟს კიკრიკიკოს, რომ ხმალიც ვერ გააცილებდა ერთმანეთს!

ჯერ კი შეიუცხოვა  აი, შე სვეტიცხოველის დამქცევოო! ესღა შეჰყვირა გაოცებულმა ჩიკოტელამ; ბიჭი და გოგო ქვეით გარბოდნენ ჭიგოების ლაწალუწით. რამდენი ვაზი წაიქცა! ჩიკოტელა გაშეშებული იდგა, სიტყვა ვეღარ ამოეღო. ახლა მიხვდა რად ელამუნებოდა თეთრუა მეზობლის ბიჭს. მიხვდა მისახვდომარს: ვაი, თავდებო, ახლა ქალიც მტრისკენ მიდიოდა, მიცურავდა ვენხიც! მიჯნა მთლად უქმდებოდა! ჩიკოტელას ხომ ერთადერთი ქალის მეტი არ ჰყავდა?! ერჩივნა ქვესკნელის ფსკერში ჩამძვრალიყო, მაგრამ რა ექნა? თაშნეურას ძალზე გაეხარდა თეთრუას ამბავი, კიკრიკიკო ხომ ყველას უყვარდა.

ერთი კვირის მერე, ჩირიკმა დატალახებულ ქვევრს მოხადა... ახლა ჩირიკი და ჩიკოტელა ერთად უნდა მსხდარაყვნენ საქორწილო სუფრაზე. ერთმანეთისთვისაც უნდა ეკოცნათ ღვინის ჯამებით ხელში, ძმად შეყრილიყვნენ, ასეც მოხდა. რამდენიმე წლის შემდეგ, მე დავინახე, ორივე პაპას ხელი ჩაეჭიდნათ შვილიშვილისათვის და ფეხის ადგმას ასწავლიდნენ აყვავებულ ნუშის ქვეშ. ასე აჯობა მტრობას სიყვარულმა! უმსგავსი საქმე ყოველი, მოკლეა, მით ოხერია!".

პოპულარული ღვინოები

19.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

0.01
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი