უგემრიელესი თევზი ძეხვით და ბოსტნეულით მწვანე კახურთან ერთად

07 დეკემბერი, 2017წ

გაზიარება

უგემრიელესი თევზი ძეხვით და ბოსტნეულით მწვანე კახურთან ერთად

უგემრიელესი თევზი ძეხვით და ბოსტნეულით მწვანე კახურთან ერთად

 ორიგინალური და გემრიელი კერძის რეცეპტი განსაკუთრებით ისეთ გურმანებს მოეწონებათ, რიმლებიც მომზადებისას სირთულეებს არ ერიდებიან და კულინარიული ფანტაზიაც დიდი აქვთ. ძეხვთან და ბოსტნეულთან ერთად მომზადებულ თევზთან ღვინის შეხამება კი ტრადიციულად ჩვენ უნდა მოგვანდოთ.

ინგრედიენტები:

  • მშრალი ღვინო - 1 ჭ;
  • სტაფილო - 2;
  • კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი - 3;
  • ნიახური - 2 ძირი;
  • კარტოფილი - 2-3;
  • ნებისმიერი თევზის ფილე - 250 გ;
  • შებოლილი ძეხვი - 150 გ;
  • მარილი და წიწაკა;
  • ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:

ნიახური გარეცხეთ და მსხვილად დაჭერით. პარალელურად კარტოფილი თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭერით და ზეთში შეწვით. კარტოფილს ბოლოს მოაყარეთ მარილი. შემწვარი კარტოფილი ქვაბში მოათავსეთ, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, ნიახური და გახეხილი სტაფილო. ქვაბში მოთავსებულ ინგრედიენტებს ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ, დაასხით დაჭყლეტილი პომიდორი და ცეცხლზე დადგით. შუშეთ სანამ სტაფილო არ დარბილდება. 

მასა საცხობ ფორმაში გადაიტანეთ (შეგვიძლია ამავე ქვაბით შევდგათ ღუმელში), მოასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ბოსტნეულს ზემოდან 3X3 სმ-ის თევზის ფილეს ნაჭრები მოაწყვეთ, მოაყარეთ წიწაკა და მარილი. კერძი შედგით ღუმელში 20 წუთით. ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო გამოიყენოთ, მთავარია ის მშრალი არ იყოს.

მშრალი მწვანე კახური ამ კერძს შესანიშნავად შეეწყვილება

ღვინის შეხამება:

რაც შეეხება აღნიშნულ კერძთან ღვინის შეხამებას, ვფიქრობთ თეთრი მშრალი და ინტენსიური ღვინო ძალიან უნდა მოუხდეს. მიუხედავად იმისა, რომ კახური მწვანე რქაწითელთან კუპაჟშიც შესანიშნავი ღვინოა, არ იქნება ცუდი მცდელობა, თუკი ბოსტნეულთან და ძეხვთან ერთად მომზადებულ თევზს მშრალად დაყენებულ მწვანე კახურს თუ შეუხამებთ. ჩვენი ღვინის ინტერნეტ მაღაზიის ფართო არჩევანიდან, ამ კერძთან დასაწყვილებლად, "მეღვინეობა შერმადინის" გასული წლის მოსავლის მწვანეს, "გიუაანის" 2014 წლის მოსავლის ქვევრის მწვანეს და "ახმეტის ღვინის სახლის" 2015 წლის მოსავლის ასევე ქვევრის მწვანეს გირჩევთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.