ყაბაყისა და ყველის უგემრიელესი მობრაწულა კახურ რქაწითელთან ერთად

29 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

ყაბაყისა და ყველის უგემრიელესი მობრაწულა კახურ რქაწითელთან ერთად

ყაბაყისა და ყველის უგემრიელესი მობრაწულა კახურ რქაწითელთან ერთად

ყაბაყისა და ყველის მობრაწულა გარდა იმისა რომ ადვილი მოსამზადებელია, მეტად გემრიელი და პიკანტური კერძიცაა. მთავარია ვიცოდეთ, რომ მისი მომზადების დროს ხარისხიანი ინგრედიენტები გულდასმითა და მონდომებით უნდა შეარჩიოთ. რაც შეეხება მისაყოლებელ ღვინოს - ამ კერძთან მისი შეხამება ჩვენ მოგვანდეთ.

ინგრედიენტები:

ყაბაყი - 4 ცალი;
ყველი - 100 გ;
კვერცხი - 4 ცალი;
არაჟანი - 1/2 ჭიქა;
ფქვილი - 2 ჩ/კ;
რძე - 1/2 ჭიქა;
მარილი და პილპილი;
მწვანილი - გემოვნებით;
ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:

ყაბაყი რგოლებად დავჭრათ და ზეთში მაღალ ცეცხლზე შევწვათ. კვერცხი და არაჟანი ავთქვიფოთ, შევურიოთ ფქვილი, დაჭრილი მწვანილი და მარილი.

საცხობ ფორმაში ყაბაყი, გახეხილი ყველი და მომზადებული სოუსი ფენა-ფენა მოვათავსოთ და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ. შეიძლება კერძი მიკროტალღურ ღუმელშიც მოვამზადოთ.

 

ამ კერძს შესანიშნავად ქვევრის რქაწითელი შეეხამება

ღვინის შეხამება:

ყაბაყისა და ყველის მობრაწულასთან ტრადიციული კახური წესით (ჭაჭაზე ექვსთვიანი დაყოვნებით) დაყენებული რქაწითელის შეხამებას გირჩევთ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კერძებთან, სადაც ყველი ფიგურირებს, ანდა საერთოდ დომინანტია, რაწითელი საუკეთესო მეწყვილეა და ამგვარი ტიპის მობრაწულაც არ იქნება გამონაკლისი.. ასევე გირჩევთ, უპირატესობა ქვევრში დაყენებულ რქაწითელს მიანიჭოთ. რაც შეეხება ღვინის კონკრეტულ ნიმუშებს, ჩვენი აზრით, ALLWINE.GE-ს ღვინის ინტერნეტ-მაღაზიაში არსებული ღვინის ფართო არჩევანიდან ამ შემთხვევაში უპირატესობა "გოდერძიშვილების მარნის" 2016 წლის მოსავლის ქვევრის რქაწითელს, "როსტომაანთ მარნის" ასევე გასული წლის მოსავლის ქვევრის რქაწითელს და კომპანია "ზანგაურას" 2014 წლის მოსავლის ქვევრის რქაწითელს უნდა მიანიჭოთ.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge.