რატომ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო ძილის წინ

28 ნოემბერი, 2016წ

გაზიარება

რატომ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო ძილის წინ

რატომ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო ძილის წინ

წითელი ღვინო რომ საუკეთესო დიეტური სასმელია და ჭარბი წონის დაკლებაში გვიწყობს ხელს – ეს ყველასათვის ცნობილი ამბავია. ისიც ცნობილია, რომ ყოველდღიურად მცირე რაოდენობის წითელი მშრალი ღვინის სმა ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღეს განაპირობებს. თუმცა, ამერიკაში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა წითელი მშრალი ღვინის კიდევ უფრო მეტი დადებითი თვისება გამოააშკარავა.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ნათელყო, რომ წითელი ღვინო შეიცავს ქიმიურ ნაერთს, რომელსაც რესვერატროლი ეწოდება და სწორედ ეს ნაერთი ე.წ. თეთრ ცხიმს დიდ წინააღმდეგობას უწევს და ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში მის წვას უზრუნველყოფს.

ამერიკულმა ჟურნალმა Harpers Bazaar-მა ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა ვაშინგტონელი მეცნიერების კვლევას და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ დეტალს, რომ წონის დაკლების მსურველი ადამიანებისათვის წითელი ღვინო სხვა ყველაფერთან ერთად იმითაცაა საინტერესო, რომ დაახლოებით ორი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ადამიანს უქრება შიმშილის გრძნობა და გარდა უშუალოდ ცხიმების წვისა, ღვინო მადის კონტროლშიც გვეხმარება.

მეცნიერების მნიშვნელოვანი რჩევაა ისიც, რომ წითელი ღვინო უმჯობესია დაძინების წინ მივირთავთ. რადგან სასმელი ორგანიზმში ძილის დროს უკეთ გადანაწილდება და თავის საუკეთესო თვისებებსაც ამ გზით უკეთ გამოავლენს.

პოპულარული ღვინოები

27.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

24.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

თეთრი მშრალი

9
მაესტრო ნახევრად მშრალი

მაესტრო ნახევრად მშრალი