"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან

15 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - ფოტორეპორტაჟი შარდენიდან

15 ოქტომბერს შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" გაიმართა. ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო

ღვინის ონლაინმაღაზია Allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ღვინოები წარუდგინეს და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრნენ. გამოფენის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 40-მდე მწარმოებელმა ერთი თეთრი და ერთი წითელი ღვინო წარადგინა და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა წარმოებდა. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება. საბოლოოდ, ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.



ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობით: უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა.



ფესტივალზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს შეეძლო. ღვინის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი იყო, როგორც ღვინის დაგემოვნებით, ასევე წიგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გამომცემლობა "პალიტრა L", რომლის სტენდზეც სტუმრებს ღვინის შესახებ არაერთი წიგნის ნახვა შეეძლოთ. აქვე იყო წარმოდგენილი კომპანია VR House, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ქართულ ტრადიციებში, ღვინის წარსულში
გამოგზაურებდათ. ასევე მოეწყო ქართული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იყო ქართული თანამედროვე მუსიკაც და ფოლკლორი.



ამასთან, Allwine.ge ფესტივალის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად, ასევე, ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს. "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" - ასე ჰქვია აღნიშნულ პროექტს.

იხილეთ ვიდეო
 

პოპულარული ღვინოები

22.95
მწვანე კახური

მწვანე კახური

თეთრი მშრალი

15
ახმეტის მწვანე

ახმეტის მწვანე

თეთრი მშრალი

16.5
შაბო შარდონე

შაბო შარდონე

თეთრი მშრალი

20.4
იბერიული 5 წლიანი

იბერიული 5 წლიანი