08 სექტემბერი, 2017წ
გაზიარებამსოფლიოში აღიარებულ ღვინის კონკურს MUNDUS VINI-ის 2017 წლის საზაფხულო შეჯიბრზე "მეღვინეობა ხარებას" მუკუზანმა უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მოიპოვა.
21-ე საერთაშორისო ღვინის შეჯიბრზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ღვინოს 164 ღვინის ექსპერტი აფასებდა, რომლებიც მსოფლიოს 41 ქვეყნიდან იყვნენ მიწვეულები.
მუკუზანი - მშრალი წითელი ღვინო
ღვინო დამზადებულია კახეთის რეგიონში, კერძოდ მუკუზანის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. აქვს მუქი ლალისფერი შეფერილობა, გამოირჩევა დამახასიათებელი გემოთი და სასიამოვნო ხავერდოვანი არომატით.
დააგემოვნეთ +16-18°-ზე ცხვრის ხორცთან, ყველთან და ბოსტნეულთან.