ღვინო და ქალი - შეუდარებელი სოფი ლორენის ფოტოსესია, რომელიც დაგათრობთ

25 ივლისი, 2017წ

გაზიარება

ღვინო და ქალი - შეუდარებელი სოფი ლორენის ფოტოსესია, რომელიც დაგათრობთ

ღვინო და ქალი - შეუდარებელი სოფი ლორენის ფოტოსესია, რომელიც დაგათრობთ

ჯენტლმენებს მუქთმიანები ურჩევნიათ - ეს უდავოა. განსაკუთრებით, დღევანდელი ფოტონაკრების კონტექსტში, რომელსაც ჩვენი გმირის ციტატები ახლავს წიგნიდან "ქალი და სილამაზე".

"ქალის კაბა მავთულხლართიან ღობეს ჰგავს. თავის მიზანს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ იერსახეს არ ფარავდეს".



"იყო ლამაზი - კარგია, მაგრამ არა საკმარისი. უნდა ბრწყინავდე, იყო მხიარული".



"სილამაზე ბრბოსგან გამოგარჩევს, ინტელექტი და გონებამახვილობა რეპუტაციას გიქმნის, მაგრამ მხოლოდ მომხიბვლელობას შეუძლია, შეუდარებელი გაგხადოს".



"ტვინით ისევე მოხერხებულად უნდა ისარგებლო, როგორც პუდრით. მაშინ, შეიძლება, პუდრი სულაც არ დაგჭირდეს".



"ვიცი თუ არა უცხო ენები? შემიძლია 12 ენაზე ვთქვა "არა". ქალისთვის ეს სრულებით საკმარისია".



"მიიჩნევა, რომ გარეგნობის დეფექტები უნდა დაიფაროს. მაგრამ რა არის დეფექტები? ზოგიერთს, პირიქით, ხაზს ვუსვამ და არ ვმალავ".



"მამაკაცი, რომელიც საუკეთესო თვისებებს ითავსებს - ნამდილი სასჯელია. მას საერთოდ არ გააჩნია ნაკლი - რა შეიძლება ამაზე მოსაწყენი იყოს?"

"მამაკაცის ფანტაზიები - ქალის საუკეთესო იარაღია".



"ყველაფერს, რასაც ხედავთ, სპაგეტის უნდა ვუმადლოდე".



"სპაგეტის მაქსიმალურად წარმატებით საჭმელად, პირით უნდა შეისრუტოთ, როგორც მტვერსასრუტით".



"მეტისმეტად დიდი პირი, ცხვირი - გრძელი ნიკაპი და ტუჩები - სქელი, საერთო შთაბეჭდილება - ლამაზმანი!"

თარგმნა დუდანა ზაქარაიამ  blogovine.ru-ს მიხედვით

პოპულარული ღვინოები

21.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

25.95
საფერავი პრემიუმი

საფერავი პრემიუმი

წითელი მშრალი