რა რაოდენობის ალკოჰოლი უნდა მიიღოთ, რომ ნაბახუსევი არ დაგემართოთ - საუკეთესო მეთოდი "პახმელიის" დასაძლევად

24 ივლისი, 2017წ

გაზიარება

რა რაოდენობის ალკოჰოლი უნდა მიიღოთ, რომ ნაბახუსევი არ დაგემართოთ - საუკეთესო მეთოდი "პახმელიის" დასაძლევად

რა რაოდენობის ალკოჰოლი უნდა მიიღოთ, რომ ნაბახუსევი არ დაგემართოთ - საუკეთესო მეთოდი "პახმელიის" დასაძლევად

ზომიერად სასმელის მიღება ბევრს არ შეუძლია, ამიტომ ადრე თუ გვიან ყველა მსმელს ემართება ნაბახუსევი. ამ სინდრომით სასმელის მომხმარებელთა უმეტესობა იტანჯება. ამიტომ ისინი სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გამოვიდნენ ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან. უმრავლესობა ნაბახუსევის დასაძლევად ლუდს ან არაყს იყენებს, ზოგი ბორჯომს, კიტრის მწნილის წვენს ან ცხელ ხაშს მიირთმევს, ზოგი კი თავის ტკივილს უჩივის და ასპირინს ან სხვა სამედიცინო პრეპარატს მიმართავს.

ყველამ იცის, რომ ნაბახუსევი ემართება მათ, ვინც წინა დღეს   არასწორად მოიხმარა ალკოჰოლი და ნორმას გადაამეტა. ეს კი სხვადასხვა ადამიანისათვის განსხვავებულია. ალკოჰოლის მიღების საშუალო, საორიენტაციო დოზა   ცნობილია და   იგი შეადგენს 1 გრ ეთილის სპირტს კილოგრამ წონაზე. მოზრდილი მამაკაცის, რომლის წონა 80 კგ-ია, ეს ზღვარი 100 მლ აბსოლუტური ალკოჰოლის რაოდენობაა, რასაც შეიცავს 250 მლ არაყი (250 მლ X 40% = 1000 : 100 = 100 მლ ა. ა ალკო). 

ეს ზღვარი ნიშნავს  ეთილის სპირტის იმ რაოდენობას, რომლის   ბოლომდე გადამუშავებაც   ადამიანის ღვიძლის ფერმენტებს შეუძლიათ. როცა ორგანიზმში ზედმეტი რაოდენობის ალკოჰოლი ხვდება, მაშინ ფერმენტების სხვა   სისტემა იწყებს მუშაობას, რომელიც, თავისთავად,   ეთილის სპირტის გადამუშავებას იწყებს.   მაგრამ ამ დროს წარმოიქმნება ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც ორგანიზმში გროვდება.   იგი ღვიძლიდან სისხლის საშუალებით მთელ ორგანიზმს გადაეცემა, რაც ორგანიზმისა და ქსოვილების მოწამვლას იწვევს. ზუსტად ეს ალდეჰიდი გახლავთ ნაბახუსევის  მიზეზი. ექიმები ნაბახუსევს ძმარმჟავა ალდეჰიდით მოწამვლას უწოდებენ.

დაიმახსოვრეთ -   არ ეცადოთ დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას, რადგან ამ დროს გამოსვლის მაგიერ, ისევ თვრებით და უბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ, შეეცადეთ დაიძინოთ და "პახმელიის ცოდვები" ძილში გამოიყვანოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო ექიმია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ეცადეთ გამოიყენოთ ის ხერხები, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ხშირად მოუტანია სიკეთე.

ძველი, მამაპაპების წესი არის კიტრის მწნილის წვენის მიღება, რომელიც სასიამოვნო დასალევია და ამავე დროს, ხელს უწყობს მოაწესრიგოს წყლისა და მარილების დისბალანსი, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცხელი სუფებისა და კერძების მიღება თათარიახნის, ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის სუფის სახით, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.

პახმელიის დროს რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. ამ პრინციპით საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.

პოპულარული ღვინოები

87.2
ალავერდის ტრადიცია

ალავერდის ტრადიცია

34.95
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი

13.05
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი