შავკაპიტო - ძველი ქართული ვაზის ჯიში, რომელიც საუკეთესო ღვინოს იძლევა

07 ივლისი, 2017წ

გაზიარება

შავკაპიტო - ძველი ქართული ვაზის ჯიში, რომელიც საუკეთესო ღვინოს იძლევა

შავკაპიტო - ძველი ქართული ვაზის ჯიში, რომელიც საუკეთესო ღვინოს იძლევა

შავკაპიტო ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. შავკაპიტოს შიდა ქართლის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით. მათ შორის ისეთ რაიონებშიც, სადაც მეღვინეობა საუკუნეების მანძილზე ყოველთვის ნაკლებად იყო განვითარებული.
შავკაპიტო განსაკუთრებით კარგად გორისა და კასპის რაიონში, ასევე ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ხარობს. დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებში (ისტორიული სამაჩაბლო) შავკაპიტო ძირითადად დაბლარად იყო გაშენებული.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წითელყურძნიანი ვაზის ხეივნებად ეზოებში გაშვებას გლეხები ყოველთვის ერიდებიან (წითელყურძნიანი ვაზის ხეივანი არაპრაქტიკულად მიიჩნეოდა), დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში, სახლის მიმდებარე ეზოებში შავკაპიტოს ხეივნებსაც ხშირად ნახავდით. ლიახვის ხეობაში 2008 წლის ომის შემდეგ, ვენახების აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, განადგურდა.

შავკაპიტოს ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინის მიღებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით საყურადღებოა სოფლები: ქვემო აჩაბეთი, ქურთა, დიდი ძარწემი, ბერული და სხვა... ამ სოფლებში მოწეული შავკაპიტო საბჭოთა კავშირის პერიოდში სუფრის ღვინის გარდა, ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც გამოიყენებოდა.

შავკაპიტოსგან მუქი ლალისფერი ღვინო დგება. ღვინოს ახასიათებს მდიდარი არომატი და მწიფე ალიბუხრის, ქლიავისა და ალუბლის გემო. გამოირჩევა კენკროვანი ხილის არომატით და  დაბალანსებული ღვინოა, რომელიც  მწიფე ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებითაა ცნობილი.

როგორც ქართველი მეღვინეები ამბობენ, დღეს ვაზის სხვა ქართული ჯიშების მსგავსად, შავკაპიტოს მთავარი პრობლემა ამ ჯიშის მცირე ფართობებზე გაშენებაა. ამას ისიც ემატება, რომ შავკაპიტოს ქართლის ზოგიერთ მხარეში თავკვერთან აიგივებენ და გლეხები ამბობენ, რომ შავკაპიტოსა და თავკვერს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ. ამიტომ ამ ორ ქართლის წითელ ყურძენს ერთად წურავენ, რაც ჯიშის განსაკუთრებულობის შეცნობაზე, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ იმოქმედებს. 

შავკაპიტოს კარგად შეეხამება ხბოს მწვადი, შემწვარი თევზი და შინაური ძეხვეული.

პოპულარული ღვინოები

16.95
ალაზნის ველი წითელი

ალაზნის ველი წითელი

25.53
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

27.4
კორპსაძრობი ორსახსრიანი

კორპსაძრობი ორსახსრიანი

10
ახაშენი საკოლექციო

ახაშენი საკოლექციო

წითელი ნახევრად ტკბილი

14.3
რქაწითელი მწვანე

რქაწითელი მწვანე