როგორ ცვლიან მეღვინე ქალები შამპანურის გემოს - ახალი ტალღა მსოფლიო მეღვინეობის ინდუსტრიაში

05 ივლისი, 2017წ

გაზიარება

როგორ ცვლიან მეღვინე ქალები შამპანურის გემოს - ახალი ტალღა მსოფლიო მეღვინეობის ინდუსტრიაში

როგორ ცვლიან მეღვინე ქალები შამპანურის გემოს - ახალი ტალღა მსოფლიო მეღვინეობის ინდუსტრიაში

მსოფლიოში შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ქალის სახელს ატარებს, მაგრამ ამ ინდუსტრიაში ქალები არც თუ ისე დიდი ხნის წინ იშვიათობას წარმოადგენდნენ. თუმცა, სიტუაცია ბოლო დროს შეიცვალა.

ფერდობზე იდეალური სიზუსტით გაშენებული ვენახების ძირში ზღაპრული სასახლეა, რომელიც კლიკოს ქვრივმა ააშენა. კლიკოს ქვრივის სახელი შამპანურის Veuve Clicquot ბოთლის ნარინჯისფერ ეტიკეტთან უფრო ასოცირდება, ვიდრე, რეალურ ქალთან. თუმცა, ეს ქალი ნამდვილად არსებობდა.

1805 წელს, 27 წლის ასაკში მას ქმარი გარდაეცვალა, რომელიც მეღვინეობას ეწეოდა. ქალი XIX საუკუნის მკაცრ ტრადიციებსა და სერიოზულ ოპოზიციას აღუდგა წინ და მეღვინეობის ბიზნესს სათავეში ჩაუდგა. უკვე არსებული წარმოების გაუმჯობესებაში რიგი ცვლილებები შეიტანა და თავისი შუშხუნა ღვინო, შამპანის მშრალ თეთრ ღვინოებში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად აქცია.



ბარბა-ნიკოლ კლიკო პირველი მეღვინე ქალი იყო, რომელიც საკუთარი შამპანურით გახდა ცნობილი. მის მაგალითს სხვა ქალებიც მიჰყვნენ, და ყველა მათგანი ქვრივი გახლდათ, ვინაიდან იმ დროს ფრანგულ საზოგადოებაში მხოლოდ ქვრივებს შეეძლოთ წარმოების ხელმძღვანელობა.

მათ ბევრი რამ გამოუვიდათ: "ქვრივის შამპანური" იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შამპანურის სხვა მწარმოებლებიც ეტიკეტზე სიტყვა "ქვრივს" აწერდნენ, მიუხედავად იმისა, მართლა იყვნენ თუ არა ბიზნესში ქვრივები.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქალებმა ფრანგულ მეღვინეობაში დიდი კვალი დატოვეს, უბრალოდ, ქმრის საქმეს აგრძელებდნენ, მთლიანობაში კი ბიზნესი მაინც მამაკაცების ხელთ რჩებოდა. ასე იყო დღემდე...

ახალი ტალღა მეღვინეობაში - ქალური

თითქმის ასი წლის წინ, ქვრივი კლიკოს სასახლე და მეღვინეობა საიუველირო ნაწარმით მოვაჭრე სომეხმა შეიძინა. და ახლა, 5 თაობის შემდეგ, ბიზნესს არა ვაჟი, არამედ ქალიშვილი ჩაუდგა სათავეში.
შარლოტა ლე გალე ქალი მეღვინეების ახალი ტალღის ნაწილი გახდა, რომელმაც არა მხოლოდ ღვინის მარკეტინგი, არამედ წარმოების სხვა სტადიები მოიცვა - ვენახის მოსავალი და კუპაჟირება.
 
დღეს უკვე 3 ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც სპეციალურად ქალ მეღვინეებზეა ორიენტირებული, შამპანის პროვიცნიაში კი მეღვინეობის შემსწავლელ სტუდენტთაგან 60% ქალია.


მომაჯადოვებელი ცქრიალა

"რა თქმა უნდა!, - ამბობს ფრანსუაზა პერეტი, ბიუროს "შამპანური დიდ ბრიტანეთში" ხელმძღვანელი, რომელიც ბაზარზე პროდუქციის ამ სახეობას სწევს წინ. - მათ უკეთესი ინტუიცია აქვთ, უკეთ არჩევენ არომატებს და გემოს და შესაძლოა, უფრო თამამებიც კი არიან".
 
მოსაზრებას ამ სფეროში მომუშავე სხვა ქალების იზიარებენ.

"ქალები უკეთ შეიგრძნობენ შამპანურის გემოს, - ამბობს შამპანურის მწარმოებელი ქალების კომისიის პრეზიდენტი სოფი სინიოლი. - მათ გემოს უფრო დახვეწილი რეცეპტორები აქვთ, მეტი სურნელის გარჩევა შეუძლიათ".

შარლოტა ლე გალე არ ამტკიცებს, რომ ქალები შამპანურის წარმოებაში მამაკაცებზე უკეთესები არიან, თუმცა, მისი პროდუქციის წარმოების პროცესისა და შედეგის ხილვისას, ნათელი ხდება, რომ მას ძალიან კარგად გამოსდის გემოს იდეალური კომბინაციის პოვნა.

ლე გალე კლიკოს სასახლის ერთ-ერთ კოშკზე მიუთითებს: "აი,   იქ მისი ოთახი იყო".
დღეს ის ცარიელია. ლე გალეს ოჯახმა მეორე მსოფლიო ომის დროს დატოვა სასახლე და იქვე, XVI საუკუნის მამულში დასახლდა, რომელიც კლიკოს ოჯახის მოახლეებისთვის იყო განკუთვნილი.
ამ სახლს არ ათბობენ, რაც ადამიანებისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ შესანიშნავია შამპანურის ბოთლებისთვის, რომლებიც აკურატულად აწყვია მარნის სტელაჟებზე.



ერთ-ერთი ცნობილი დეგუსტატორის, ფლორიანა ეზმაკის თქმით, შამპანური უშუალოდ ქალებთან არის კავშირში.

"პირველად შამპანურს საფრანგეთის მეფეების ფავორიტებისთვის იძენდნენ, და დღესაც, ქალის მოსანუსხად მამაკაცი წითელ ღვინოს კი არა, შამპანურს ყიდულობს!".



უნდა ითქვას, რომ თავად ფლორიანა "ცქრიალა" ტიპის ქალი ნამდვილად არ არის. ოცნებობდა, მფრინავი-გამანადგურებელი გამხდარიყო, მაგრამ როდესაც მცდელობებმა კრახი განიცადა, მეღვინეობას მიჰყო ხელი.

ფლორიანა ეზნაკი მიიჩნევს, რომ ამ დარგში ქალების გამოჩენა შამპანურს შეცვლის, თუმცა, შედეგი რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება. საქმე ისაა, რომ დღეს შექმნილ შამპანურს გაყიდვაში 4-5 წლის შემდეგ გაუშვებენ.



დუდანა ზაქარაია
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

პოპულარული ღვინოები

12
მანავი პრემიუმი

მანავი პრემიუმი

თეთრი მშრალი

22.5
ღვინის გამაგრილებელი LINEN

ღვინის გამაგრილებელი LINEN