ეთნოგრაფი - საქართველოში თამადის ინსტიტუტი სულ რაღაც 200 წლისაა

20 ივნისი, 2017წ

გაზიარება

ეთნოგრაფი - საქართველოში თამადის ინსტიტუტი სულ რაღაც 200 წლისაა

ეთნოგრაფი - საქართველოში თამადის ინსტიტუტი სულ რაღაც 200 წლისაა

არქეოლოგიური გათხრების დროს მრავალი ისეთი ფიგურა თუ ნაკეთობაა აღმოჩენილი, რომელიც ღვინის სმასა და მეღვინეობას უკავშირდება, თუმცა პრაქტიკულად არაფერი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში თამადის ინსტიტუტი უძველესია და ფესვებს თუნდაც 300 წლის წინ იღებს.

ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ მე-19   საუკუნეში თამადას ტოლუმბაშს (სპარსულად „სუფრის თავი“) უწოდებდნენ და მისი ფუნქციები და არეალი მკვეთრად განსხვავებული და შეზღუდული იყო.

ასევე საკამათოა სუფრაზე სადღეგრძელოების თანამიმდევრობის წესის სიძველეც, რადგან არ არსებობს ისტორიული წყარო, რომელიც დაადასტურებს იმას, თუ რომელი სადღეგრძელოს მერე რა უნდა დალეულიყო.

ეთნოგრაფი გიორგი ბრეგვაძე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სადღეგრძელოების თანმიმდევრობის კულტურა საქართველოში მეფის რუსეთის დროს ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა.

„საქართველოში უბრალოდ არ ეცალათ  იმისთვის, რომ სადღეგრძელოების თანმიმდევრობასა   და მსგავს ამბებზე ეფიქრათ. ქვეყანა მუდმივად ომში იყო და სულ სხვა გამოწვევები და საფიქრალი იყო მთავარი. როდესაც ადამიანები სუფრაზე დასხდებოდნენ, იმას ამბობდნენ, რაც იმ წუთში მოუნდებოდათ და საამისოდ მათ სუფრის წინამძღოლი არაფერში ჭირდებოდათ. ქართული სუფრის დღევანდელი სახე და თამადის ინსტიტუტი, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 200 წლისაა“, -   ამბობს გიორგი ბრეგვაძე ALLWINE.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება სუფრაზე ბევრი ღვინის სმას... აშკარაა, რომ ქართველები ღვინოს ყოველთვის მართლაც დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ და ამას ადასტურებს როგორც ქართული წყაროები, ასევე სხვადასხვა უცხოელი მოგზაურების ჩანაწერები, რომლებიც გაოცებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სუფრებზე საქართველოში ძალიან ბევრი ღვინო ისმებოდა.

თუმცა, ევროპელებისგან განსხვავებით, საქართველოში ვერ დამკვიდრდა ყოველდღე მცირე რაოდენობის ღვინის მოხმარების კულტურა და წარსულიდან დღემდე, ბევრი ღვინო ძირთადად დიდ სუფრებზე ისმება. 

პოპულარული ღვინოები

21
რქაწითელი პრემიუმი

რქაწითელი პრემიუმი

თეთრი მშრალი

20.4
იბერიული 5 წლიანი

იბერიული 5 წლიანი