07 ნოემბერი, 2016წ
გაზიარებალისი ლაუნჯში ღვინისა და გასტრონომიის ახალი ფესტივალი „ბულბული მარკეტი“ გაიმართა, ფესტივალი ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითჩატარდა. ფესტივალი მიზნად ისახავს ხარისხიანი საკვების პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ღვინის შესაბამისი საკვები პროდუქტების მოხმარების კულტურის განვითარებას.
„მონაწილეებისთვის ფესტივალი იქნება ერთ-ერთი საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქტი და კონცეფცია, გაეცნონ დაინტერესებულ მომხმარებლებს და თანამოაზრეთა ფართო წრეს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ღვინისა და საკვების დეგუსტაციებს, გამოფენა-გაყიდვას, თემატურ ლექციებს, მასტერკლასებს, მუსიკალურ კონცერტს და სხვადასხვა აქტივობებს სტუმრების გასართობად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს რესტორნებმა, ღვინის ბარებმა, კეფეებმა, დამწყებმა და ცნობილმა მეღვინეებმა, მზარეულებმა და კულინარებმა, ფერმერებმა და აგრო-პროდუქციის მწარმოებლებმა.
”ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველოში დავნერგოთ ღვინისა და საკვების ახალი, შემეცნებითი მიმართულება, ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებას და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას”, - აცხადებენ ღვინისა ტურიზმის ასოციაციაში.