ქართლში ღვინის კაფე - Gates of Ateni გაიხსნა

06 ივნისი, 2017წ

გაზიარება

ქართლში ღვინის კაფე - Gates of Ateni გაიხსნა

ქართლში ღვინის კაფე - Gates of Ateni გაიხსნა

მეღვინე ემზარ ჩიტუაშვილის მარანში, ქართლის საოჯახო მარნების ასოციაციის ხელშეწყობით, ღვინის კაფე Gates of Ateni ("ატენის კარიბჭე") გაიხსნა. კაფეში გაიყიდება ქართლისა და სხვა კუთხეების საოჯახო მარნების საუკეთესო ღვინოები, რომლებსაც ქართლის საოჯახო მარნების ასოციაცია შეარჩევს.

ცოტა ხნის წინ, კაფეს ქართველი მეღვინეები, საოჯახო მარნების მფლობელები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრებმა ასოციაციის ახალი ბრენდის "ღვინის ოსტატების" სერიის ღვინოები დააგემოვნეს. 

იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ღვინის კაფე ქართლის ტურისტული მარშრუტის ღვინის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

"ეს წამოწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საოჯახო მარნების განვითარებას, რადგან გაჩნდა კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც საოჯახო ღვინოები გაიყიდება", - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა ანდრო ბარნოვმა.