ვინ არის სომელიე და რას შედის მის მოვალეობაში

05 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

ვინ არის სომელიე და რას შედის მის მოვალეობაში

ვინ არის სომელიე და რას შედის მის მოვალეობაში

სომელიეს პროფესია პირველად საფრანგეთში, ნაპოლეონის ეპოქაში გაჩნდა. სომელიე ღვინის ექსპერტია, რომელიც მომხმარებლისთვის ამ სასმლის მოხდენილად და სწორად მირთმევაზეა პასუხისმგებელი. ამასთანავე, სხვა ალკოჰოლური სასმელების ცოდნაც ევალება. საქართველოში მის წინამორბედს ჭაშნაგირი ერქვა, ოღონდ მას უსაფრთხოების დასადგენად ასინჯებდნენ ღვინოს - ჭაშნაგირს სუფრის წევრები მოწამლული საკვებისა და სასმლისგან უნდა დაეცვა. სომელიეს პროფესია თანამედროვე ქართულ გასტრონომიაში რამდენიმე წელია, არსებობს, მაგრამ მრავალი ქართველისთვის ჯერ ისევ უცხო ხილია. რას ნიშნავს სომელიე თანამედროვე ქართულ სინამდვილეში და რით არის ეს პროფესია მიმზიდველი?

სომელიე არის ადამიანი, რომელიც რესტორანში სასმელების მირთმევაზე აგებს პასუხს, კლიენტს ღვინის ან სხვა სასმლის შერჩევაში ეხმარება და იმ წუთამდე ემსახურება, ვიდრე ის დარბაზს არ დატოვებს. რესტორნის გარდა, სომელიე ღვინის სახლებში, სასტუმროებსა და ღვინის კომპანიებში მუშაობს. ამ პროფესიის ადამიანს რესტორანში ღვინის ბარათის შედგენა და მისი გათვალისწინებით, სასმლის მარაგის გაკონტროლება ევალება. მოგეხსენებათ, ღვინოს სპეციფიკური მოვლა ესაჭიროება.

თუ დაწესებულებას ღვინის სარდაფი აქვს, სომელიე მასზე ზრუნავს და ხშირად, ღვინის შესყიდვაშიც მონაწილეობს. სომელიესგან განსხვავებით, დეგუსტატორი ლაბორატორიაში მუშაობს. სომელიე კი უფრო ხელოვანია, რომელიც კლიენტისა და ღვინის "ურთიერთობას" ნამდვილ ცერემონიად აქცევს. კარგი სომელიე ფსიქოლოგისა და მსახიობის თვისებებს უნდა ფლობდეს, მას ხშირად კლიენტის განწყობილების, მისი სოციალური სტატუსისა და წარმომავლობის გამოცნობაც უხდება. ასევე, იუმორის გრძნობა, სხარტი აზროვნება და ვითარებაში სწრაფად გარკვევის უნარი მოეთხოვება. სომელიემ შეიძლება, გახსნილ ბოთლში ღვინის დაავადება აღმოაჩინოს, მაგრამ ამ დროს ისე უნდა მოიქცეს, რომ კლიენტი ვერაფერს მიხვდეს და ბოთლი გამოცვალოს. ღვინის გარდა, სომელიეს სხვა ალკოჰოლური სასმელების, ჩაის, ყველისა და სიგარის ცოდნაც ევალება. ის ყოველთვის პირველი მიდის მაგიდასთან და კლიენტს ღვინის დაგემოვნებას სთავაზობს, კერძის შეკვეთის შემდეგ კი შესაბამისი ღვინის შერჩევაში ეხმარება.

საქართველოში სომელიეს პროფესია სულ ახალგაზრდაა, დამკვიდრებულს ვერ ვუწოდებ, რადგან ჩვენში ძალიან ცოტაა ისეთი დაწესებულება, სადაც სომელიე ჰყავთ. როდესაც რესტორანს, სასტუმროს ან თუნდაც ღვინის კომპანიას აქვს იმის პრეტენზია, რომ კლიენტს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს, მის ინტერესებში სომელიესა და ზოგადად, პროფესიონალი მომსახურე პერსონალის ყოლა უნდა შედიოდეს.

ჩვენში სომელიე რესტორნების უმრავლესობას რომ ჰყავდეს, მათზე მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდანაც გაიზრდება, შემდეგ კი მცოდნე და პროფესიონალ სომელიეებს შორის კონკურენცია გაჩნდება. თუ მომხმარებელს სიახლეს არ შესთავაზებ, ის თავისით ვერასდროს მიხვდება, რა აკლია. სომელიე ძირითადად, ღვინის სახლებში ჰყავთ, რადგან ამ სასმელთან დაკავშირებით რჩევა ყველას სჭირდება. 

პოპულარული ღვინოები

32.05
ქისი ქვევრის

ქისი ქვევრის

11.95
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

7
მანავი

მანავი

თეთრი მშრალი

26.95
საფერავი მუხის კასრის

საფერავი მუხის კასრის

წითელი მშრალი