"ღვინის დაყენება ბავშვივით ითხოვს ყურადღებას" - ცნობილი ქართველი ადვოკატი, რომელიც ძმაკაცებს მეღვინეობაში "ეჯიბრება"

22 მაისი, 2017წ

გაზიარება

"ღვინის დაყენება ბავშვივით ითხოვს ყურადღებას" - ცნობილი ქართველი ადვოკატი, რომელიც ძმაკაცებს მეღვინეობაში "ეჯიბრება"

"ღვინის დაყენება ბავშვივით ითხოვს ყურადღებას" - ცნობილი ქართველი ადვოკატი, რომელიც ძმაკაცებს მეღვინეობაში "ეჯიბრება"

ის ცნობილი ადვოკატია, მაგრამ კარგი მეღვინეც ყოფილა. ზვიად კორძაძეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ბუნებასთან სიახლოვე.  მარანში იშვიათი ჯიშის ყურძნისგან ღვინოს აყენებს და  ბოთლებშიც ასხამს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა.

- თუ კარგად დაუკვირდებით, ადამიანს მაინც მიწისკენ მიუწევს გული. ზოგიერთს შრომა კი ეზარება, მაგრამ მიწასთან მუშაობა ადამიანის
ბუნებრივი მდგო­მარეობაა.  ჯერჯერობით, დრო არა მაქვს, მაგრამ მინდა, უფრო დიდი მეურნეობა მქონდეს.



- რას გააშენებდით?
- ვაზს. ეს ცალკე დასაგეგმავი და მისახედი საქმეა, რის დროც ახლა არა მაქვს. არცთუ შორეულ მომავალში ეს შესაძლებელი იქნება. ახლაც შემიძლია ამ საქმის დაწყება, მაგრამ ისე არ მინდა მოხდეს, რომ მოუცლელობის გამო სხვას გადავაბარო და იქ მხოლოდ ყურძნის საჭმელად ვიარო. მინდა, ყველაფერში ჩართული ვიყო.

- როგორც ვიცი, მეღვინეობაში გამოცდილებაც დაგიგროვდათ.
- 12-13 წელია, რაც მეღვინეობას მივყავი ხელი. იშვიათი ჯიშის ყურძენს ვყიდულობ და ღვინოს ვაყენებ.

- რომელ ჯიშებს ყიდულობთ?
- უსახელოურს, ოცხანურს, ჩინურს, კრახუნას. მათ წლის სხვადასხვა დროს ვყიდულობ, რადგან ყოველი მათგანი ერთსა და იმავე დროს არ მწიფდება. 3-4 წელიწადია,­ რაც ამ ყველაფერს ტექნიკაც მივაშველე, ანუ შევიძინე გასაფილტრი და ბოთლებში ჩამოსხმაც დავიწყე.

- გამოდის, შინ მინიქარხანა მოგიწყვიათ.
- შარშან მარანში ჭურებიც ჩავყარე და იქ უკვე რქაწითელი და საფერავი დავწურე. კარგი ღვინო გამოვიდა.

- არ გაგვანდობთ ღვინის დაყენების თქვენეულ მეთოდს?
- ყურძნის მარცვლებს კლერტებს ვაცლი და ნაყოფისგან სუფთა წვენს ვაყენებ, ყოველგვარი დანამატის გარეშე. თუმცა, ჭურის ღვინოს, პირიქით, კლერტთან ერთად ვწურავ. იქ ბუნებრივი პროცესი მიდის და ტანინიც სწორედ აქედან გამოდის. ძალიან მიყვარს უსახელოური. ეს ჯიში ლეჩხუმში მოდის. როგორც ამბობენ, სტალინი მხოლოდ ამ ღვინოს სვამდა. მართლა იშვიათი ღვინოა. 

ღვინის დაყენება ბავშვივით ითხოვს ყურადღებას, დამუშავებას, რეჟიმისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვას. ჭურში, ბოთლსა ან ბოცაში ერთი რამ ზედმეტი არ უნდა შეჰყვეს, თორემ კარგი ხარისხის ღვინოს ვეღარ მიიღებ.

- რამდენ ლიტრს წურავთ?
- 1 ტონის ფარგლებში. მაგალითად, 300 ლიტრი - ერთი ჯიშის ღვინო, 200 ლიტრი - მეორე და სხვ. ერთ დალევაზე არ შეიძლება 3 ლიტრი უსახელოურის ან ოცხანურის დალევა, ყანწების გამოცლა. ეს ღვინოები უნდა დააგემოვნო, შეიგრძნო.



- მეგობრებს მოსწონთ თქვენი ნახელავი?

- მე ჩემი დაყენებული ღვინით ვამაყობ. უდიდესი შეფასებაა ადამიანისთვის, რომელიც ღვინოს აყენებს, თუკი მას ღვინოს შეუქებენ.
ახლა ჩემმა მეგობრებმაც დაიწყეს ეს საქმე, ერთგვარი შიდა შეჯიბრება გვაქვს.

- თქვენს ღვინოს ეტიკეტი აქვს?
- ახლა ეტიკეტის დიზაინს ვარჩევ. ეტიკეტს დიდი მნიშვნელობა და დანიშნულება არა აქვს, რადგანაც გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ სასაჩუქრედ კი მჭირდება.



- მარანიც გქონიათ.
- კი, მაქვს და ამ ყველაფერს სწორედ იქ მოვუყარე თავი. იქვე ვაწარმოებ და იქვე ვინახავ. ხშირად სტუმრებსაც იქ ვიღებ. ახლა მარანს ამისთვის მისაღებიც მივაშენე. თუმცა, სტუმრებს სახლშიც, ბუხართანაც ვმასპინძლობ.

- საიდან აღმოგაჩნდათ მეურნის თვისებები?
- ზაფხულობით სასკოლო არდადეგებს ხან დედისა და ხან მამის სოფლებში (ლეჩხუმსა და ვანში) ვატარებდი. იქ ახლობლებს ვეხმარებოდი, შესაძლოა, ამის გამო, ან შესაძლოა, უბრალოდ, ბუნებრივი ინსტინქტია. თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ, მიწის ნიშანიც ვარ, კურო.

ლალი ფაცია
წაიკითხეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე

პოპულარული ღვინოები

38.4
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

13.95
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

36
ბოთლის ჩანთა გამაგრილებლით

ბოთლის ჩანთა გამაგრილებლით

25.95
საფერავი პრემიუმი

საფერავი პრემიუმი

წითელი მშრალი