ახალი ღვინის ტურები იტალიაში ღვინის მოყვარულებისთვის

19 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ახალი ღვინის ტურები იტალიაში ღვინის მოყვარულებისთვის

ახალი ღვინის ტურები იტალიაში ღვინის მოყვარულებისთვის

იტალია მეღვინეობის კუთხით მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა. ამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებული ღვინოები მზადდება და ეს იტალიურ მეღვინეობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ლიგურიის რეგიონში მდებარე იტალიის რივიერის უსწორმასწორო სანაპირო ზოლი უკვე წლებია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ცოტა ხნის წინ, სასტუმროთა ცნობილმა ქსელმა Belmond Hotel-მა გადაწყვიტა, რომ სტუმრებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს და ღვინის სამყაროში სამოგზაუროდ სწორედ ისტორიულ ლიგურიის რეგიონში ეპატიჟება. ექსკურსია სოფელ მანაროლასა და რიომაჯორეს შორის მდებარე ვენახებსა და ულამაზეს პეიზაჟებს მოიცავს.

ამ მოგზაურობით დაინტერესებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ უნიკალური იტალიური ღვინოები დააგემოვნონ და ტრადიციული კერძებიც გასინჯონ. ნაკლებად ტურისტული გარემო კი ამ ყველაფერს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის. მსგავსი ტიპის ღვინის ტურები იტალიის სხვა  რეგიონებში - ლომბარდიაში, კამპანიაში, პიემონტსა და ტოსკანაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა.

პოპულარული ღვინოები

40.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

10.95
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

თეთრი ნახევრად ტკბილი

66.8
ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. უჟანგავი (5 ც)

ღვინის ვაკუუმ ტუმბო ვაკუუმ საცობით. უჟანგავი (5 ც)