ოცხანური საფერე - შესანიშნავი იმერული წითელი ღვინო

18 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ოცხანური საფერე - შესანიშნავი იმერული წითელი ღვინო

ოცხანური საფერე - შესანიშნავი იმერული წითელი ღვინო

ოცხანური საფერე დღეს იმერული ვაზის წითელყურძნიან ჯიშად მიიჩნევა, თუმცა როგორც ჯიშის დასახელებიდან ირკვევა, ოცხანური საფერეს სამშობლო არა იმერეთი, არამედ გურიის სოფელი ოცხანაა. დღეს ოცხანური საფერე გურიაში მხოლოდ რამდენიმე ადგილზე ცალკეული ნიმუშების სახითღაა შემორჩენილი - მისი ვენახები, ძირითადად, შუა და ზემო იმერეთშია გაშენებული.

ოცხანური საფერე განსაკუთრებულად ხარისხიან მოსავალს ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონებში იძლევა. თუმცა, მაღლარად გაშენებული ოცხანური საფერეს ვენახები სამტრედიაში, ხარაგაულში და ქალაქ ქუთაისის მიმდებარე სოფლებშიც გვხვდება. საუკუნეების მანძილზე იმერეთში (და თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში) არსებობდა თეთრი ღვინის წითლად შეფერვის ტრადიცია და ოცხანური საფერე თეთრი ფერის ღვინის წითლად შესაფერად (საფერად) გამორჩეულად საუკეთესოდ იყო მიჩნეული.

ოცხანური საფერე სასიამოვნო სიმჟავით ხასიათდება

ოცხანური საფერესაგან იმერეთის ოჯახებში ყველა ერთნაირი ტექნოლოგიით  არ აყენებს ღვინოს. მაგალითად: ზოგი ოჯახი რთველის დღესვე წურავს მუხის კასრებში ან ჭურებში. ზოგი კი 2 დღე აყოვნებს საწნახელში. შემდეგ შეუდგება მის დაწურვას საწნახელშივე და ფუთიანი ჩაფებით ჭურებში ან კასრებში გადააქვს დურდო. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სოფელი ზოვრეთი. ამ სოფლის ფერდობებზე ყველაზე კარგად ხარობს ეს ჯიში.

ასევე აღსანიშნავია როდინოულის, არგვეთის, კვალითის, ცხრაწყაროსა და კლდეეთში მოწეული ოცხანური საფერესაგან დამზადებული ღვინოები. ახალგაზრდა ოცხანური საფერეს ღვინო ჟოლოსფერია, ცოტა მუქი შეფერილობით. ტრადიციული მეთოდით დამზადებისას კი საკმაოდ სხეულიანი. სურნელში მცენარეები დომინირებენ და ბევრი ნაცნობი თუ უცნობი სურნელის ამოცნობის საშუალებას გაძლევს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც გადამწიფებული კენკროვანები იჩენს თავს. ხასიათდება მაღალი სასიამოვნო მჟავიანობით. ოცხანური საფერე შესანიშნავად შეეხამება კეცზე მომზადებულ კუპატსა და ხბოს მწვადს.

პოპულარული ღვინოები

60
ღვინის სადეგუსტაციო სასაჩუქრე ნაკრები

ღვინის სადეგუსტაციო სასაჩუქრე ნაკრები

29.25
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

14
ცქრიალა ნახევრად ტკბილი

ცქრიალა ნახევრად ტკბილი