ღვინო და კანონმდებლობა - რას უკრძალავს კანონი მეღვინეებს

07 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ღვინო და კანონმდებლობა - რას უკრძალავს კანონი მეღვინეებს

ღვინო და კანონმდებლობა - რას უკრძალავს კანონი მეღვინეებს

საქართველო მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონად მიიჩნევა. ამ სფეროს რეგულირებისთვის არსებობს კანონი "ვაზისა და ღვინის შესახებ", რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, ასევე კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. აღნიშნული კანონის მიხედვით, საქართველოში წარმოებული ღვინოების სამგვარი კლასიფიკაცია არსებობს.

ხარისხის მიხედვით: სუფრის, მხარის, სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის  დასახელების უმაღლესი ხარისხის, სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული უმაღლესი ხარისხის, ტიპების მიხედვით: მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი, ნახევრადტკბილი, ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული, არომატიზებული. ფერის მიხედვით: თეთრი, ვარდისფერი, წითელი.

მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:

ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება ღვინის მისაღებად;

ღვინის წარმოება ჭაჭისგან, ლექისა და ქიშმიშისგან;

გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება ღვინის წარმოებაში;

ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი წარმოშობის ეთილის სპირტის დამატება, გარდა შემაგრებული ღვინოების წარმოების დროს და ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისთვის განკუთვნილი ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებული საბრენდე სპირტისა;

ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისთვის განკუთვნილი ლიქიორისა;

გლიცერინისაგან, მღებავი ნივთიერებებისაგან, ესენციებისგან ან/და სხვა არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება;

ღვინოპროდუქციისათვის იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის ნებადართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე. ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან. ჭაჭისგან ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია დადუღებული (ფერმენტირებული) ჭაჭის დისტილაციით პირდაპირი წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ.

პოპულარული ღვინოები

28.15
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

9.4
ბოთლის ვაკუუმ საცობი. ნაცრისფერი (2 ცალი)

ბოთლის ვაკუუმ საცობი. ნაცრისფერი (2 ცალი)

26.4
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი