პირველად როდის შეიქმნა და როგორ მზადდება საღვინე მუხის კასრები

25 ოქტომბერი, 2016წ

გაზიარება

პირველად როდის შეიქმნა და როგორ მზადდება საღვინე მუხის კასრები

პირველად როდის შეიქმნა და როგორ მზადდება საღვინე მუხის კასრები

როგორც ისტორია გვაჩვენებს, ხის ჭურჭლის გამოყენებით ღვინის დაყენებას, შენახვასა და ტრანსპორტირებას ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პერიოდში მიმართავდნენ ძველ რომში. ღვინის ამ ჭურჭლის ტრადიციას არც ეხლა დაუკარგავს პოპულარობა ევროპულ სივრცეში.

მუხის კასრის ნედლეულის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია: საფრანგეთი, აშშ, გერმანია ავსტრალია, უნგრეთი სლოვენია.

ჩვეულებრივ კასრის მოცულობა 225 ლიტრს შეადგენს და მას ძირითადად ევროპული ან ამერიკული ნედლეულისგან ამზადებენ. ევროპული მუხა წელიდაში 5-15 მმ-მდე იზრდება ხოლო ამერიკული მხოლოდ 5მმ-ით იმატებს წლის განმავლობაში. მუხის მასალის ბუნება დამოკიდებულია ხის ასაკზე, ტყის კლიმატსა და ნიადაგის შემოდგენლობაზე.

ამ ტიპის ჭურჭლის დამზადების საიდუმლო იმაშია, რომ მუხის მორები იპობა ხის ბოჭკოების მიმართულებით და იჭრება კონუსისებურ ფიცრებად, რომლებსაც ერთ მხარეზე ალაგებენ, მეტალის სალტეები იჭერს კასრის ფიცრებს და მრგვალ ფორმას ანიჭებს მას. შემდეგ ხდება კასრის გამოწვა, რაც კასრებს ელასტიურს ხდის, ხოლო მოგვიანებით ღვინოს გადასცემს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს.

ეტიკეტზე მხოლოდ „მუხის კასრი“, „დაძველებულია მუხის კასრში“, ან „დადუღებულია მუხის კასრში“ მითითება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

. კასრის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 350 ლიტრს;
. წითელი ღვინო მინიმუმ 6 თვის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს კასრში;
. თეთრი და ვარდისფერი ღვინოები მინიმუმ 4 თვე;
. ადგილწარმოშიბის დასახელების ღვინოების შემთხვევაში;
. კასრის გემო და არომატი სათანადოდ უნდა აღიქმებოდეს.

თანდართულ ვიდეოში ნახეთ თუ როგორ მზადდება მუხის კასრები ავსტრალიაში: