„მტევინოს” ღვინო აშშ-ის პრემიუმ კლასის დახლებზე გაიყიდება

27 ოქტომბერი, 2020წ

გაზიარება

„მტევინოს” ღვინო აშშ-ის პრემიუმ კლასის დახლებზე გაიყიდება

„მტევინოს” ღვინო აშშ-ის პრემიუმ კლასის დახლებზე გაიყიდება

მალე "მტევინოს" პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატებში პრემიუმ კლასის ღვინოებისთვის განკუთვნილ დახლებზე გამოჩნდება. კომპანიასა და ოკეანისგაღმელ ექსკლუზიურ იმპორტიორებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. სულ მოკლე ხანში მაღალი კლასის ღვინოების მოყვარულები შეერთებულ შტატებში “მტევინოს” ოთხი სახეობის ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ. მოლაპარაკებები ეხება მტევინოს რქაწითელს, ხაშმის საფერავს, მტევინოს მუკუზანს და ხაშმის საფერავს ქვევრში. აღნიშნულის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი ლელა კობიაშვილი საუბრობს.

ხელშეკრულებით, რომელიც ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმდა, წლიურად მინიმუმ 55-60 ათასი ბოთლი ღვინის გაგზავნა იგეგმება.

"აშშ-ის ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო. ძალიან გვინდოდა, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ღვინო ექსპორტზე გასულიყო და დღეს უკვე, პირველი პროდუქცია - 7 ათასი ბოთლი გავაგზავნეთ. მათ შორის ქვევრის ღვინის რაოდენობა არის 1500 ბოთლი. დახლზე „მტევინოს“ ღვინო მსოფლიოს პრემიუმ კლასის ღვინოების გვერდით განთავსდება და მისი საშუალო ფასი 8 დოლარი იქნება.

მინდა გითხრათ, რომ ეს არის დასაწყისი, ვინაიდან უკვე მივიღეთ შემდეგი შეკვეთა და ნოემბრის დასაწყისში ანალოგიური რაოდენობის ღვინო აშშ-ში კვლავ გაიგზავნება”, - ამბობს „მტევინოს“ გენერალური დირექტორი ლელა კობიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: პანდემიის მიუხედავად “მტევინოს” ჩინეთში 500 ათასი ბოთლი ღვინო გააქვს

ასევე დაგაინტერესებთ: “თელიანი ველის” ღვინო “Decanter 2020”-ის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათმა ღვინომ თავდაპირველად შეერთებულ შტატებში რამდენიმე სომელიესთან გაიარა დეგუსტაცია და მათი მხრიდან მოწონების შემდეგ განხორციელდა შეკვეთები.

მტევინო 2019 წელს დაარსდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა კომპანიაა, ექსპორტზე ღვინოს ძალიან აქტიურად ყიდის. კომპანია პანდემიის მიუხედავად ჩინეთში წლის ბოლომდე 500 ათასამდე ბოთლ 7 სახეობის ღვინოს გაიტანს.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად “მტევინოს” ღვინოების ნიმუშები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც არის გაგზავნილი და დიდი ალბათობით დეგუსტაციის შემდეგ კომპანია იქაურ ბაზრებსაც წარმატებით აითვისებს.

დავით ჩუთლაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

გაიცანით GuraWine, რომლის პროდუქციის შეძენა ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ

იტალიაში კომპანია “ბადაგონის” რამდენიმე ღვინომ დიდ წარმატებას მიაღწია

“ლაგაზის ღვინის მარანი” ჩირის წარმოებას იწყებს

პოპულარული ღვინოები

73.3
ღვინის გამაგრილებელი ELEGANT (უჟანგავი)

ღვინის გამაგრილებელი ELEGANT (უჟანგავი)

16.5
შაბო შარდონე

შაბო შარდონე

თეთრი მშრალი