„რთველი დაწყებულია; მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ“ - ლევან დავითაშვილი

07 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

„რთველი დაწყებულია; მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ“ - ლევან დავითაშვილი

„რთველი დაწყებულია; მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ“ - ლევან დავითაშვილი

 „კახეთში რთველი დაწყებულია; კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები ყურძნის ჩაბარების პროცესში. 80 თეთრიანი ფასის პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია. თუმცა, კონკურენციის პირობებში, სხვადასხვა მიკროზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს. გარდა ამისა, ჩვენ კომპანიისთვის გავაჩინეთ იაფი ფინანსური რესურსი. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ქართული კომპანიებისთვის მსყიდველობითი უნარი გაზრდილიყო, განსაკუთრებით პანდემიით შექმნილ ვითარებაში. მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს, რთველი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის და ადრეული ჯიშების, როგორიც არის მუსკატი, შარდონი და სხვა საშამპანურე ჯიშების ყურძნის ჩაბარება. ჯერ ინტენსიურად არ დაწყებულა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება. საფერავზე მოთხოვნა არის და ფასიც 1 ლარზე მეტი იქნება. დანარჩენ ფასს განსაზღვრავს ბაზარი იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნაც არსებობს და იმ მიწოდებით, რა მიწოდებაც არის. წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. მოლოდინია, რომ მოსავალი იქნება რეკორდული“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

6 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. წელს, კახეთის რეგიონში, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა.

 

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

 

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

პოპულარული ღვინოები

16.5
შაბო შარდონე

შაბო შარდონე

თეთრი მშრალი

27
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი