ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქმა ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

01 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქმა ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქმა ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება “ქართული ღვინის სახლის” ორგანიზებით განხორციელდა, რომელიც საქართველოში დამზადებული ღვინის იმპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახდენს.

დეგუსტაციას ქართულმა რესტორანმა “ტაბლემ” უმასპინძლა, რომელიც ამერიკის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

“ქართული ღვინის სახლი” ამერიკაში ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, ღვინის დეგუსტაციის მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე საოჯახო ტიპის ღვინის მარნებს ამერიკულ ბაზარზე გზის გაკვალვაში. ორგანიზატორებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის ხარისხს და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რათა მასზე შეერთებულ შტატებში მოთხოვნილება გაიზარდოს.

დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო როგორც საქართველოს დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში, 2019 წელს დამზადებული, ძირითადად ქარვისფერი ღვინოები. ცოლიკოური, რაჭული თეთრა, რქაწითელი, ჩხავერი, ჩინური, ალექსანდროული, ალადასტური და საფერავი - ეს იმ ღვინოთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა მეშვეობით ღონისძიებამ განსაკუთრებული ლაზათი შეიძინა.

დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა.

ორგანიზაცია “ქართული ღვინის სახლის” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობითაც ქართული ღვინის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ხდება საზღვარგარეთ.

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ქართული ღვინის პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი გახდა ჩვენებური ღვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემსყიდველი. 2019 წელს შეერთებულ შტატებში წინა წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი მთელი 48 %-ით გაიზარდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ფასი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შარშან საშუალოდ ერთ ლიტრზე 5,9 დოლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია მთელ მსოფლიოში. შედარებისთვის რუსეთში ერთი ლიტრი ქართული ღვინის ღირებულება 3,1 დოლარს შეადგენს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, შეეთებულ შტატებში ქართველი მეღვინეები დაზღვეულები არიან სადამსჯელო ღონისძიებებისგან, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩვენი კომპანიებისთვის რუსეთში უცხო ხილი არ არის.

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეერთებული შტატების ბაზარი ქართული ღვინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

24.95
რქაწითელი წარაფი

რქაწითელი წარაფი

თეთრი მშრალი

17.6
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი

57.96
აის ვაინი კახური მწვანე

აის ვაინი კახური მწვანე

ტკბილი ღვინო

17.95
ქისი-მწვანე

ქისი-მწვანე

თეთრი მშრალი

14
ცქრიალა ნახევრად ტკბილი

ცქრიალა ნახევრად ტკბილი