“რთველი 2020”-ის მიმდინარეობისას ღვინის კომპანიებმა უკვე 740 ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

31 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

“რთველი 2020”-ის მიმდინარეობისას ღვინის კომპანიებმა უკვე 740 ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

“რთველი 2020”-ის მიმდინარეობისას ღვინის კომპანიებმა უკვე 740 ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს

“რთველი 2020”-ის ფარგლებში უკვე 739 ათასი ლარის საფასურის 740 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება.

ძირითადად გადამუშავებულია რქაწითელი და რამდენიმე სხვა ჯიშის ყურძენი.

“რთველი 2020” ოფიციალურად დაწყებულად მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა. წლევანდელ წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მოხდება ისეთი ჯიშების ყურძნის სუბსიდირება, როგორებიცაა კახური მწვანე და რქაწითელი. სუბსიდიის თანხა ერთ კილოგრამ ყურძენზე 30 თეთრს შეადგენს და მას ყველა ის საწარმო მიიღებს, რომელიც 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს.

გუშინდელი მონაცემების მიხედვით რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე ღვინის მწარმოებელი 100-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოსავლის დაბინავების პროცესში მოგვიანებით ჩაერთვება.

გადამუშავებული ყურძნის აღრიცხვა სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში განხორციელდება. რთველის განმავლობაში მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ნახვას ნებისმიერი მსურველი ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, ონლაინ რეჟიმში შეძლებს.

ჯამში ერთი კილოგრამი კახური მწვანის და რქაწითლის ფასი წელს მთავრობის მიერ გამოყოფილ 30 თეთრთან ერთად არანაკლებ 80 თეთრს შეადგენს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

50.75
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

109
უსახელოური

უსახელოური

წითელი ნახევრად ტკბილი

43.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

ნახევრად ტკბილი