ჩინეთმა ავსტრალიური მეღვინეობების წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო

18 აგვისტო, 2020წ

გაზიარება

ჩინეთმა ავსტრალიური მეღვინეობების წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო

ჩინეთმა ავსტრალიური მეღვინეობების წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო

ორშაბათს ჩინეთმა კიდევ უფრო გაამძაფრა ავსტრალიასთან დაძაბულობა მას შემდეგ, რაც მწვანე კონტინენტიდან წარმოდგენილი ღვინის იმპორტიორების წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყო.

ბოლო თვეების მანძილზე ურთიერთობები ოფიციალურ პეკინსა და კანბერას შორის მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებას კორონავირუსის პანდემიის გამომწვევი მიზეზების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოში უკვე შეიწირა 778 ათასი ადამიანის სიცოცხლე, გასულ წელს პირველად სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა.

ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ზემოაღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, რითაც ავსტრალიამ შეერთებულ შტატებს ღიად დაუჭირა მხარი, ოფიციალური პეკინი კანბერას ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა ავსტრალიურ საქონელზე, მათ შორის ძროხის ხორცსა და ბრინჯზე. დიქტატორული კომუნისტური ქვეყანა მწვანე კონტინენტს ემუქრება ასევე იმით, რომ ჩინელ ტურისტებს აუკრძალავს ავსტრალიაში გამგზავრებას და აღარც სტუდენტებს გაუშვებს იქაურ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განათლების მისაღებად.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ იძიებს დემპინგს - როცა ქვეყანა ყიდის საქონელს სხვა ქვეყანაში იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ეს საქონელი მასთან შინ ღირს.

ავსტრალიის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების თანახმად, ღვინის ექსპორტმა მწვანე კონტინენტიდან ჩინეთში გასულ წელს სარეკორდო 1,25 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (900 მილიონი ამერიკული დოლარი) მიაღწია, რაც ღირებულების მიხედვით ჩინურ ბაზარს ნომერ პირველ ბაზრად აქცევს ავსტრალიური ღვინისთვის.

ავსტრალია პრეტენზიებს უარყოფს და მოაქვს უამრავი უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ღვინოს ჩინეთის ტერიტორიაზე სადემპინგო ფასად არ ყიდის, მაგრამ ჩინეთის გადაწყვეტილება უცვლელია.

პეკინი იმითაც არის უკმაყოფილო, რომ ჩინურ გიგანტ “ჰუავეის” (რომელიც მთლიანად კომუნისტური პარტიის კონტროლქვეშაა და არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მის მიერ გამოშვებული მობილური ტელეფონების მეშვეობით პირადი მონაცემების მოპარვა ხორციელდება) არ მიეცა საშუალება, ავსტრალიაში საკუთარი 5G ქსელი განევითარებინა. ოფიციალური პეკინი აღშფოთებულია ასევე იმით, რომ ავსტრალიის ხელისუფლება პროტესტს და უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩინელი მწერლის, იან ცზიუნის დაპატიმრების გამო. ცზიუნს ბრალი შპიონაჟში ედება, ესეც რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოდ.

ალბათ, აკვირდებით, თუ როგორ ჰგავს ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას. სწორედ ამის გათვალისწინებით საქართველომ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ნებისმიერი სახის ურთიერთობები ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებთან, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვას და გავლენებს ტოტალიტარული და ავტოკრატიული რეჟიმების მხრიდან. ჩვენი უმთავრესი სავაჭრო სივრცე არის ევროკავშირის ბაზარი. პირველ ყოვლისა სწორედ ევროკავშირზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ვივაჭროთ დანარჩენ მსოფლიოსთან.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

8.95
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი

14.9
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

21.5
ჩინური

ჩინური

თეთრი ნახევრად მშრალი

35
იბერიული საფერავი ქვევრის

იბერიული საფერავი ქვევრის

წითელი მშრალი