17 აგვისტო, 2020წ
გაზიარებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს და სიღნაღის ოლქებში მმართველი ძალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანს ესტუმრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებს და მმართველი პარტიის წევრებს მარნის მფლობელმა, შალვა ხეცურიანმა უმასპინძლა. სტუმრებმა და მასპინძელმა ისაუბრეს ღვინის დამზადების ტექნოლოგიასა და პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” წევრებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს იმას, რომ მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვანია ვაზი და ქართული მეღვინეობა, ხოლო ქართული ღვინის ექსპორტი უნდა გაიზარდოს.
შალვა ხეცურიანის ღვინის მარანი წელიწადში 120 ათას ბოთლამდე (0,75 ლ) ღვინოს აწარმოებს. ღვინო ექსპორტზე გააქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ჩინეთსა და რუსეთში. მასში 70-მდე ადამიანია დასაქმებული.
დავით ჩუთლაშვილი