ხანგრძლივი აკრძალვის შემდეგ, მოლდოვური ღვინო რუსეთის ბაზარს უბრუნდება

07 მარტი, 2017წ

გაზიარება

ხანგრძლივი აკრძალვის შემდეგ, მოლდოვური ღვინო რუსეთის ბაზარს უბრუნდება

ხანგრძლივი აკრძალვის შემდეგ, მოლდოვური ღვინო რუსეთის ბაზარს უბრუნდება

ღვინითა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს ალბათ გახსოვთ, რომ ბოლო წლების მანძილზე რუსეთის ხელისუფლებამ, მოლდოვასთან გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მოლდოვური ღვინის იმპორტი აკრძალა. ეს საკმაოდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა მოლდოვური მეღვინეობისთვის, რადგან ადგილობრივი ღვინით მოვაჭრეები ათწლეულების მანძილზე ძირითად გათვლას სწორედ რუსულ ბაზარზე აკეთებდნენ. 

 ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.  მარტის დასაწყისში მოლდოვის ღვინის 13 საწარმოდან უმრავლესობა  რუსეთში ღვინის მიწოდების აღდგენას, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის  შეძლებს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.



მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის მიწურულს, ან მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება.

"დღეს რუსეთის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. შეხვედრაზე სახელმწიფო კომბინატ Cricova-სთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღება დაჟინებით მოვითხოვე. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოლდოვაში კვლავ ჩამოვლენ "როსსელხოზნადზორის" ექსპერტები, რომლებიც დამატებით სიაში შესულ კომპანიებს შეამოწმებენ. ეს კომპანიები ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს ახორციელებს", - განაცხადა დოდონმა.

პოპულარული ღვინოები

62.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

11.56
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

10
თეთრი ნახევრად ტკბილი

თეთრი ნახევრად ტკბილი

თეთრი ნახევრად ტკბილი