რამდენიმე ფაქტი ღვინის და ვაზის რეკორდების სამყაროდან

07 ივლისი, 2020წ

გაზიარება

რამდენიმე ფაქტი ღვინის და ვაზის რეკორდების სამყაროდან

რამდენიმე ფაქტი ღვინის და ვაზის რეკორდების სამყაროდან

საინტერესო და სახალისოა ყველანაირი რეკორდი, თუმცა ღვინის რეკორდები “ღვთაებრივი სითხის” მოყვარულთათვის მაინც ორმაგად საინტერესოა. ამ სტატიაში რამდენიმე ასეთ რეკორდს წარმოგიდგენთ:

ღვინის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი

ყოველი სექტემბერი რაინლანდ-პფალცში იმით არის გამორჩეული, რომ აქ მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი იმართება. მთელი მსოფლიოდან ჩადიან ვიზიტორები “დიურკჰაიმის ძეხვის ბაზრობაზე” (სწორედ ასე ჰქვია!) მოსახვედრად. 2012 წელს აქ ახალი რეკორდი დაფიქსირდა: 685 ათასი ვიზიტორი. შედარებისთვის 1984 წელს ღონისძიებაზე დასასწრებად ღვინის მხოლოდ 80 ათასმა მოყვარულმა მოიყარა თავი, როცა ფესტივალი ჯერ კიდევ ძალას იკრებდა და ვითარდებოდა თანამედროვე სიმაღლეებამდე. თუ რატომ ჰქვია მსოფლიოს უდიდეს ღვინის ფესტივალს “ძეხვის ბაზრობა”, უცნობია.

მსოფლიოს უდიდესი ვაზი

“The Great Vine”, როგორც მას ბრიტანელები უწოდებენ, 1768 წელს იქნა დარგული და Hampton Court Palace-ში, ლონდონის ახლოს დღემდე ხარობს. ვაზი ყოველწლიურად 300 კილოგრამამდე ყურძენს იძლევა. მისი ზომები მართლაც გასაოცარია: 3 მეტრი გარშემოწერილობა და 33 მეტრი სიგრძე.

თუმცა, ეს მაინც არ არის უდიდესი ვაზი. მსოფლიოს უდიდესი ვაზი იტალიაში, კერძოდ კი სამხრეთ ტიროლში მოიძებნება. ტისენთან ახლოს ხარობს, დასახლება პრისიანში. ფოთლებით ეს გასაოცარი ვაზი 300 კვადრატულ მეტრს ფარავს და ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე ხარობს. ვაზი ვერსოალნის ჯიშს წარმოადგენს და დღემდე უხვი მსხმოიარობით გამოირჩევა.

მსოფლიოში უძველესი ღვინო

მსოფლიოში უძველესი ღვინო დააგემოვნა კაპიტანმა ჟაკ კუსტომ. მან ჩაძირული ძველბერძნული გემის ბორტზე ღვინო აღმოაჩინა და მალევე მიირთვა კიდეც.

ღვინის უდიდესი სარდაფი

ვისაც მსოფლიოში უდიდესი ღვინის სარდაფის ნახვა სურს, მან აუცილებლად უნდა ჩაიცვას გამძლე ფეხსაცმელი, სანამ აქამდე მიაღწევდეს, რადგან მოლდოვას ქალაქ კრიკოვაში მდებარე ამ სარდაფის გვირაბების საერთო სიგრძე 120 კილომეტრია. აქ ინახება 1,25 მილიონამდე ბოთლი ღვინო 100 მეტრის სიღრმეზე დედამიწის ზედაპირიდან.

ღვინის უდიდესი მუზეუმი

"La Cité du Vin" ბორდოში დიდი ხანი არ არის, რაც გაიხსნა. წელიწადში მას 0,5 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ეს არის დაუჯერებლად თანამედროვე სივრცე, როგორ კლასიკური საგამოფენო დარბაზებით, ასევე მულტიმედია-ფუნქციებით და ღვინის მაღაზიით, სადაც 80 ქვეყნიდან ჩატანილი 800 ღვინო შეგიძლია შეიძინო. დაუჯერებელია, მაგრამ ღვინის მუზეუმის საერთო ფართობი 13,350 კვადრატული მეტრია.

დავით ჩუთლაშვილი