კორონავირუსი: ევროპაში მეღვინეები საკუთარი პროდუქციის ონლაინ დაჭაშნიკებაზე გადადიან

29 მარტი, 2020წ

გაზიარება

კორონავირუსი: ევროპაში მეღვინეები საკუთარი პროდუქციის ონლაინ დაჭაშნიკებაზე გადადიან

კორონავირუსი: ევროპაში მეღვინეები საკუთარი პროდუქციის ონლაინ დაჭაშნიკებაზე გადადიან

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კორონავირუსის გამო კარანტინი და საგანგებო ზომები მოქმედებს, ღვინის სექტორის წარმომადგენლები მაინც არ ნებდებიან. დამხმარედ მათ ინტერნეტი მოევლინა. ხოლო თუ როგორ, ამას ქვემოთ შეიტყობთ.

რა უნდა გააკეთოს მეღვინემ მაშინ, როცა პანდემიის გამო საჯარო შეკრებების გამართვა აკრძალულია და ძველებურად ვეღარ შეხვდება საკუთარი ღვინის მოყვარულებს, ვეღარ გამართავს ხალხმრავალ დეგუსტაციას და საჯაროდ ვერ იამაყებს საკუთარი წლის მოსავლით? რა და... ინტერნეტში უნდა გადაინაცვლოს.

დროებით, რა თქმა უნდა. ყველაფერი ხომ დროებითია ამქვეყნად. მარადიული ხომ არაფერია.

გერმანიასა და საფრანგეთში, ნაწილობრივ კი ასევე ესპანეთსა და პორტუგალიაში ღვინის ონლაინ დეგუსტაციები უკვე აღიარებული პრაქტიკაა.

როგორ ხორციელდება ეს?

როგორც წესი, კლიენტები წერენ მეღვინეთა ონლაინ პლატფორმებზე, თუ რომელი ღვინის დაჭაშნიკების ხილვა სურთ, ხოლო მეღვინე მათთან შესაბამის დროს ათანხმებს. ამის შემდეგ, ზუსტად დათქმულ დროს, შესაბამის სოციალურ ქსელსა თუ ვებსაიტზე ირთვება ლაივი და ხდება ვირტუალური დეგუსტაცია. “ღვინის დაჭაშნიკებას ყველა საკუთარ ოთხ კედელში ახორციელებს, ღვინის სხვა მოყვარულებსა და მეღვინეებთან ერთად”, - ამბობს ანსგარ შმიტცი, მოზელური ღვინის გაერთიანების ხელმძღვანელი.

ზოგი მეწარმე ლაივ ვიდეოებსაც კი არ რთავს და უბრალოდ იწერს მთლიან დეგუსტაციებს, რათა შემდეგ მასალა მსხვილ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში ატვირთოს. აღნიშნული პრაქტიკა ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდეც იყო პოპულარული, თუმცა ამან დღეს განსაკუთრებით მასიური სახე შეიძინა. დღეს მეღვინეები უკვე ერთსა და იმავე ვიდეომასალაში ათ, თხუთმეტ ღვინოს ერთბაშად აღწერენ და მათ მახასიათებლებს ერთბაშად წარუდგენენ პუბლიკას.

რასაკვირველია, ღვინის საჯარო დეგუსტაციას ვერაფერი შეედრება და ღვინის ფესტივალები და ბაზრობები არის ის სივრცე, სადაც შეგიძლია, უშუალოდ დააგემოვნო შენს მიერ მოწონებული და შენთვის სასურველი ღვინო, ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან, მაგრამ ნათქვამია, გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. სხვა რა გამოსავალი გვაქვს ამ უბედურ დროში, გარდა იმისა, რომ სახლებში ჩავიკეტოთ და არ ვიქცეთ ვირუსის გავრცელების წყაროდ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობას?

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

26.52
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი

20.1
კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)

კანაპეს მარკერი CHRISTMAS CROWD (8 ცალი)