ქურდებმა შვეიცარიაში 240 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო მოიპარეს

13 თებერვალი, 2020წ

გაზიარება

ქურდებმა შვეიცარიაში 240 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო მოიპარეს

ქურდებმა შვეიცარიაში 240 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო მოიპარეს

ყველას გაქვთ ალბათ ნანახი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ღვინის ქურდები”. ამ ფილმში გატარებულია აზრი, თუ რამდენად სახუმარო და უწყინარია ღვინის ქურდობა. თუმცა, უწყინარს ალბათ, ნაკლებად უწოდებთ ქურდს, რომელიც ლამის მეოთხედი მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოს იპარავს. მაგრამ რას იზამთ, დღეს უკვე სხვა დროა.

საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ შვეიცარიული ვაადტის კანტონში, რესტორან “L’Ermitage”-ს სარდაფიდან 100 ბოთლზე მეტი გაიტაცეს, რაც მძიმე დარტყმა აღმჩნდა რესტორნის მფლობელისთვის, რადგან ჯამში ყველა ბოთლის ღირებულება 240 ათას დოლარზე მეტს შეადგენს.

ქურდებმა ჟენევის ტბასთან მდებარე რესტორანში ხუთშაბათს, ღამით შეაღწიეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩანს, ბოროტმოქმედები ძალიან კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულები ღვინის საკითხში, რადგან მათ წაიღეს ყველაზე ძვირადღირებული ღვინოების 120 ბოთლი. მათ შორის ყველაზე იშვიათი და განსაკუთრებული ღვინო კი “რომანე-კონტი” იყო, რომელიც 25 ათასი დოლარი ღირდა.

ყველაზე ძვირადღირებულ და პრემიუმ-ღვინოებს შორის, რომლებიც ქურდებმა მოიპარეს, იყო ასევე “გრონ ეშეზუს” ერთი ბოთლი ბურგუნდიიდან, 5000 დოლარის ღირებულებით და “შატო პეტრუსი”, რომლის ერთი ბოთლი 7700 დოლარზე მეტი ღირდა.

რასაკვირველია, რესტორნის მეპატრონემ პოლიციაში განაცხადა იშვიათი ღვინოების ქურდობის შესახებ, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რომ მოპარულს დაუბრუნებენ. კოლექცია დაზღვეული იყო და ფინანსურ ზარალს სადაზღვევო კომპანია სრულად აანაზღაურებს, თუმცა მსგავსი იშვიათი კოლექციის შეგროვებას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რადგან საარაკო ფასების მიუხედავად, ფრანგული პრემიუმ-ღვინოების შოვნა იოლი არ არის და დიდხანს სჭირდება მოცდა, სანამ ვინმე მსგავს პროდუქციას აუქციონზე გაიტანდეს და გაყიდდეს.

რავეების ოჯახი, რომელიც რესტორანს ფლობს, ღვინოებს 30 წელია, რაც აგროვებს. მათ მიერ მოპოვებული უძველესი ღვინო კი 1970 წელსაა გამოშვებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკანასკნელ პერიოდში ევროპაში ძვირადღირებული ღვინოები მოიპარეს. შარშანაც მოხდა მსგავსი შემთხვევა საფრანგეთში, ხოლო საკუთრივ რავეების რესტორანი 19 წლის წინ, 2001 წელსაც გაძარცვეს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

13.97
მწვანე

მწვანე

თეთრი მშრალი

28.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

20.95
ნაფარეული

ნაფარეული

წითელი მშრალი

19.9
რქაწითელი ქვევრის

რქაწითელი ქვევრის

თეთრი მშრალი