არის თუ არა ღვინის მაცივარი ის ნივთი, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა იქონიოთ?

03 თებერვალი, 2020წ

გაზიარება

არის თუ არა ღვინის მაცივარი ის ნივთი, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა იქონიოთ?

არის თუ არა ღვინის მაცივარი ის ნივთი, რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა იქონიოთ?

ღვინის ბევრ მოყვარულს აქვს სარდაფი ან მარანი, სადაც შესაბამის ტემპერატურაზე ღვინის შენახვაა შესაძლებელი. მაგრამ შეუძლებელია, სარდაფი ყველას ჰქონდეს. განსაკუთრებით კი ჩვენს ურბანულ გარემოში. სწორედ ამიტომ ღვინის მაცივარი საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს ღვინის მოყვარულებს მაღალი დონის და ძვირადღირებული ღვინოების საიმედოდ შესანახად. მაგრამ ღირს კი, ღვინის მაცივარი ვიქონიოთ? საერთოდ, ვისთვის არის ამ ნივთის ქონა სასურველი? ამაზე საუბარი ქვემოთ გვექნება.

წინათ ჩვენს სხვადასხვა ბლოგებში საუბარი გვქონდა ღვინის შენახვის ტექნიკის შესახებ და იქაც აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ, რომ შენახვის პოტენციალის მიხედვით ღვინოები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი ეს არის მცირე ტანინების და დაბალი მჟავიანობის შემცველი ღვინოები, რომლებიც მალევე უნდა დაილიოს. მეორე ეს არის ღვინოები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ინახება, თუმცა ასეთ ღვინოებსაც შესანახად ოპტიმალური პირიბები სჭირდება, რასაც ღვინის მაცივარი შემოგთავაზებთ.

ღვინის შესანახად იდეალური ტემპერატურა არის 7-დან 18 გრადუს ცელსიუსამდე, თუმცა აღნიშნულ შუალედშიც უნდა ავიცილოთ თავიდან ტემპერატურათა მკვეთრი ცვლილებები. ღვინოს ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ესაა სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი. გარდა ამისა, ადგილი, სადაც ღვინოს ვინახავთ უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ბნელი და ვიბრაციისგან დაცული. გარდა ამისა, შესანახ სივრცეში ჰაერის ტენიანობაც მინიმუმ 60 %-ს უნდა შეადგენდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ღვინის ბოთლს კორპის საცობი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კორპი გამოშრება, მასში ჰაერი შეაღწევს და ღვინოს გააფუჭებს.

ღვინის თანამედროვე მაცივარი არ ვიბრირებს, მოიხმარს მცირე ოდენობით ელექტროენერგიას და ტენიანობაც ოპტიმალური აქვს. ამიტომ, სპეციალური სარდაფი ან მარანი თუ არ გაგაჩნიათ და ძვირადღირებული ღვინოების შენახვა გსურთ, მისი შეძენა რეკომენდებულია. ფასი ღვინის მაცივრისთვის, რომელიც 8-დან 18 ბოთლამდე იტევს, 300 ლარამდეა, თუმცა, ინტერნეტით შეკვეთის შემთხვევაში მასზე ფასდაკლებაც მოქმედებს. აქ თქვენ შეგიძლიათ ერთად შეინახოთ როზე, თეთრი და წითელი ღვინოები. მათ დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურული რეჟიმი ესაჭიროება და არცერთი მსგავსი ღვინო მეორეს არ შეუშლის ხელს.

დავით ჩუთლაშვილი