ექსპერტების აზრი: როგორ მოქმედებს თეთრი ღვინო თქვენს ორგანიზმზე

07 იანვარი, 2020წ

გაზიარება

ექსპერტების აზრი: როგორ მოქმედებს თეთრი ღვინო თქვენს ორგანიზმზე

ექსპერტების აზრი: როგორ მოქმედებს თეთრი ღვინო თქვენს ორგანიზმზე

როდესაც ადამიანები ღვინის სასარგებლო თვისებებზე საუბრობენ, თითქმის ყოველთვის წითელ ღვინოს გულისხმობენ ხოლმე. წითელი ღვინო ანტიოქსიდანტებით არის სავსე და ამიტომაც მისი უგულვებელყოფა ნამდვილად არ ღირს, რადგან ის მართლაც ძალიან სასარგებლოა, თუმცა, საინტერესოა, როგორ მოქმედებს თეთრი ღვინო ორგანიზმზე?

ის, რაც ორივე სახეობის ღვინოს, თეთრსაც და წითელსაც აერთიანებს, არის მონათესავე ჯიშები (ყველა თეთრყურძნიანი ჯიში წითელყურძნიანისგან წარმოიშვა) და რაღა თქმა უნდა, ასევე ფერმენტაციის პროცესი.

მართალია, თეთრი ღვინო ისეთი სასარგებლო ვერ არის, როგორც წითელი, მაგრამ მას მაინც გააჩნია მთელი რიგი უდავოდ სასარგებლო და საყურადღებო თვისებებისა. როგორც ამას სამედიცინო დარგის ისეთი წამყვანი დასავლელი ექსპერტები ამტკიცებენ, როგორიც პროფესორი ტეს პატერსონია, თეთრი ღვინო ფილტვის ქსოვილის დაცვის და აღდგენის ფუნქციით გამოირჩევა და ამ მხრივ მკვეთრად აღემატება წითელ ღვინოს.

გარდა ფილტვის ქსოვილის ხელშეწყობისა, თეთრ ღვინოს კიდევ აქვს მთელი რიგი ძალიან სასარგებლო და სასიკეთო თვისებებისა, როგორებიცაა მაგ. ადამიანის ორგანიზმისთვის საკვების გადამუშავების პროცესში ხელის შეწყობა და ასევე ფასდაუდებელი უნარი, დაგვავიწყოს დაღლილობა, მოწყენილობა და სტრესი. მას ასევე შეუძლია, დადებითი გავლენა იქონიოს არტერიულ წნევაზე და დააბალანსოს სისხლში ქოლესტერინის დონე, როგორც ამას აღნიშნავს რიჩარდ ჰონაკერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ვებგვერდ “Your Doctor Online“-ს მთავარი კონსულტანტი.

თუმცა, ღვინის სმის დროს ზომიერების დაცვა აუცილებელია. გარდა ამისა, სულაც არ არის საჭირო, ყოველდღიურად ვსვათ ღვინო, რათა ჯანმრთელობა დავიცვათ. გახსოვდეთ, რომ ღვინოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები არის ისეთ პროდუქტებშიც, როგორიცაა კომბოსტო, შოკოლადი ან ტყის კენკრა.

გარდა ამისა, ღვინოს შეუძლია, კუჭზე ცუდად იმოქმედოს, თუ თქვენ მგრძნობიარე კუჭი გაქვთ. ასეთ დროს ექიმს ჰკითხეთ აზრი და თუ ის გირჩევთ, ღვინის სმისგან თავი შეიკავეთ.

თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღეში 150 გრამი თეთრი ღვინო საშუალო აღნაგობის ქალისთვის, ხოლო 300 გრამი – საშუალო აღნაგობის მამაკაცისთვის, სრულიად უსაფრთხოა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

17.6
ალაზნის ველი

ალაზნის ველი

წითელი ნახევრად ტკბილი