ქურდებმა მილიარდერის სასტუმროდან 65 ათას ფუნტად შეფასებული ღვინოები მოიპარეს

14 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

ქურდებმა მილიარდერის სასტუმროდან 65 ათას ფუნტად შეფასებული ღვინოები მოიპარეს

ქურდებმა მილიარდერის სასტუმროდან 65 ათას ფუნტად შეფასებული ღვინოები მოიპარეს

ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ამბობს ძველი ხალხური ანდაზა. სწორედ სიბნელის საფარველი გამოიყენეს ქურდებმა, რომლებმაც სასტუმრო “Lime Wood“-ის ძვირადღირებული ღვინოებით სავსე სარდაფში ჩააღწიეს.

ბოროტგანმზრახველებმა ძვირადღირებული ღვინოების მთელი დუჟინი მოიპარეს ბრიტანელი მილიარდერის, სერ ჯიმი რეტკლიფის სამხრეთ ინგლისში მდებარე ფეშენებელური სასტუმროდან, რომელსაც “Lime Wood“ ჰქვია.

როგორც პოლიცია იუწყება, შეღწევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით ღამის 3:38 საათზე განხორციელდა.

“დაახლოებით 80 ბოთლი იქნა გატანილი, რომელთა საერთო ღირებულება 65 ათასი ფუნტია”, – განუმარტა ჟურნალისტებს სასტუმროს ადმინისტრაციამ.

"Lime Wood"-ის ღვინის საცავში მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ინახებოდა, რომანე-კონტის მარნის პროდუქციიდან დაწყებული, "Screaming Eagle"-ით დამთავრებული. თუმცა, სასტუმრომ ჟურნალისტებს კონკრეტულად არ განუმარტა, თუ სახელდობრ რომელი დასახელების და რა წლების ღვინოები იქნა მოპარული.

სასტუმრომ მხოლოდ ის განმარტა, რომ ქურდებმა “ძვირადღირებული” ღვინოები მოიპარეს, ხოლო პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ყურადღებით იყვნენ ღვინოებთან დაკავშირებით, რომლებსაც "ძალიან დაბალ ფასებად" წააწყდებიან.

სასტუმრო, საიდანაც ღვინო მოიპარეს, "Lime Wood Group"-ს ეკუთვნის, ხოლო სერ ჯიმ რეტკლიფი (მას რაინდის წოდება დედოფალმა მიანიჭა) ქიმიურ კონცერნ "Ineos"-ის თანადამფუძნებელია და ეს პიროვნება 2018 წლის “სანდი თაიმსის” “მდიდართა სიის” სათავეში იდგა. 2019 წელს კი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა თავისი 18,15 მილიარდი ბრიტანული ფუნტით.

წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროპაში ძვირადღირებული ღვინოების ქურდობა ხდება. ივნისის ბოლოს რომანე-კონტის ღვინოები 600 ათას ევრომდე ღირებულებით ქურდებმა პარიზის Maison-იდანაც გაიტაცეს.

ღვინის ექსპერტების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინ იძლეოდა გაფრთხილებას, რომ უზარმაზარ ფასებს შეეძლო, ღვინოები ქურდების სამიზნედ ექცია.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

15.95
რქაწითელი შარდონე

რქაწითელი შარდონე

27
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

12
კისისხევის საფერავი ქვევრი

კისისხევის საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი

19.95
ქისი

ქისი

თეთრი მშრალი