რა ოდენობის ჩაი, ყავა და ღვინოა უსაფრთხო გულის ჯანმრთელობისთვის?

06 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

რა ოდენობის ჩაი, ყავა და ღვინოა უსაფრთხო გულის ჯანმრთელობისთვის?

რა ოდენობის ჩაი, ყავა და ღვინოა უსაფრთხო გულის ჯანმრთელობისთვის?

დილით ფინჯანი ყავა, ხოლო საღამოს ღვინო. ბევრისთვის დღის ამგვარი რეჟიმი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ. მაგრამ არის კი ცხოვრების მსგავსი წესი მისაღები? რამდენად არის ჩაი, ყავა და ღვინო გულისთვის უსაფრთხო?

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გულის, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ჯანმრთელობა, რომელიც წლების მანძილზე შეუსვენებლივ მუშაობს და ორგანიზმს ჟანგბადით და აუცილებელი ნივთიერებებით უზრუნველყოფს, საკვებსა და სასმელზე ძალიან მყარად არის დამოკიდებული. უდავოა, რომ ჯანსაღი კვება გულის ჯანმრთელობის გარანტია. ამიტომ იმისათვის, რათა დიდხანს ვიცოცხლოთ, ადამიანის კვების რაციონში აუცილებლად უნდა არსებობდეს ახალი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, მცენარეული ზეთები და თევზეული. მაგრამ სასმელებს რაც შეეხება? არსებობს რაიმე რჩევები ამ მხრივ?

არცერთი სხვა სასმლის შესახებ არ კამათობენ მეცნიერები იმდენს, რამდენსაც ყავის, ჩაის და ღვინის შესახებ. ყავა, ჩაი და ღვინო არის უთვალავი სამეცნიერო სტატიის უსაყვარლესი თემა. ჩაის, ყავას და ღვინოს უძღვნიან სიმპოზიუმებს, სატელევიხიო გადაცემებს, სამეცნიერო კონფერენციებს და იკვლევენ და იკვლევენ უსასრულოდ მათ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.

ვინც დღეში 3 ჭიქა ყავას სვამს, მას ამის გაკეთება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ გულით არის ავად. მაგრამ მეცნიერების განცხადებით თურმე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ რა გარემოცვაში ვსვამთ სასმელს და ეს ყავას, ჩაის და ღვინოს მეტნაკლებად თანაბრად ეხება. თუ მეგობრული, მშვიდი და მხიარული ატმოსფეროა, ნებისმერი სასმელი დადებითად იმოქმედებს, თუ არადა, უარყოფითად.

კიდევ უფრო დიდი დისკუსიის საგანს წარმოადგენს წითელი და თეთრი ღვინოები. მეცნიერები საუბრობენ, რომ წითელი ღვინო უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი, თუმცა განსაზღვრული ოდენობით.

მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად ამბობენ, რომ კათხა ლუდი ან მოზრდილი ჭიქა ღვინო საღამოობით სრულიად უსაფრთხოა, თუმცა, ვისაც სისხლში ქოლეტერინის მომატებული დოზა აქვს, მას მაინც სმისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე მავნე არის ბევრი ღვინის სმა სიგარეტის მოწევასთან კომბინაციაში. სიგარეტი ძალიან მავნებელია და საოცრად ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას, ისევე, როგორც უმოძრაო ცხოვრების წესი და ზედმეტი წონა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

12.95
კლასიკური მშრალი

კლასიკური მშრალი

21.5
ჩინური

ჩინური

თეთრი ნახევრად მშრალი