შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დამკვიდრება?

21 ოქტომბერი, 2019წ

გაზიარება

შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დამკვიდრება?

შეუძლია თუ არა ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დამკვიდრება?

იაპონია 127-მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც აზიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს არის აღმოსავლეთის აღმოსავლეთი, შეიძლება ითქვას და ეს ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ტრადიციებს უხამებდა ყველაზე თანამედროვე და გასაოცარ ტექნოლოგიებს და მოდერნიზებისკენ დაუცხრომელ სწრაფვას. ეს სული იაპონიაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ტრიალებს. იაპონელებს კარგად ესმით ტრადიციების ფასი, ოღონდ თანამედროვე ყოფასაც უწყობენ ფეხს. თანაც, უბრალოდ კი არ უწყობენ, არამედ პირველებიც კი არიან.

სწორედ ამიტომ, იაპონელების წინაშე საქართველოს, როგორც ტრადიციული ქვეყნის წარმოჩენა, რომელიც მოდერნიზებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ წინაპრების დანატოვარსაც არ ივიწყებს და არ კარგავს, სწორედაც რომ ძალიან დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტურიზმის და ღვინის სექტორების იაპონელი წარმომადგენლების სადილზე მიწვევა და მათთან ქართული ღვინის უნიკალურობასა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე საუბარი ტრადიციების და მოდერნიზაციის თავსებადობის ჭრილში იყო ძალიან დროული და სწორი.

,,ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს, თან ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან", – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზუაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ასევე ქართული ბუნების მრავალფეროვნებაზე, ტრადიციულ და თანამედროვე კულტურაზე, საქართველოს სამზარეულოსა და ქართულ ღვინოზე.

სწორედ იგივე ფაქტორებს (ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო) გაუსვა ხაზი იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა, ტადაში შიმურამ, როცა საქართველოზე ისაუბრა.

,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს", – აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

საუბრის არსებითი ნაწილი ქართულ ღვინოს შეეხო, რაც, როგორც ყოველთვის, მოიაზრება ქართული ტურისტული პოტენციალის მთავარ შემადგენელ ნაწილად. იაპონელები ძალიან არიან მოხიბლულები ქართული ღვინით, რაზეც ღვინის ექსპერტის, კენინი ოოჰაშის გამოსვლა მეტყველებს, რომელმაც განაცხადა, რომ იაპონია საკუთარი ბაზრის ქართული ღვინით გამდიდრებით არის დაინტერესებული.

,,იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი, საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა ,,იუნესკოს" მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი, წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად", – თქვა მან.

იაპონელების დაინტერესება ქართული ღვინით და ქართული ტურისტული პოტენციალით მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა ამის სწორად წარმოჩენა და სწორად მიწვდა იაპონელებისთვის. როგორც დასაწყისში უკვე ითქვა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვეობას. ეს უნდა მოახერხონ ღვინის ქართულმა კომპანიებმა და მთლიანად, ჩვენმა ქვეყანამაც. ჩვენი წარმატება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ეს თუ მოვახერხეთ, ქართული ღვინის დამკვიდრებას იაპონურ ბაზარზე წინ ვერაფერი დაუდგება.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

49.9
კორპსაძრობი single pull. წითელი

კორპსაძრობი single pull. წითელი

9
მაესტრო საფერავი

მაესტრო საფერავი

61.95
4 სახეობის ღვინო საკოლექციო

4 სახეობის ღვინო საკოლექციო

140
უსახელოური

უსახელოური

წითელი ნახევრად ტკბილი