კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენებური ღვინის პოპულარიზაციისთვის: მინსკში “ქართული სახლი” გაიხსნა

29 აგვისტო, 2019წ

გაზიარება

კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენებური ღვინის პოპულარიზაციისთვის: მინსკში “ქართული სახლი” გაიხსნა

კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენებური ღვინის პოპულარიზაციისთვის: მინსკში “ქართული სახლი” გაიხსნა

გასულ კვირას ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში, “თბილისობის” აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში "ქართული სახლი” გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს, რომელსაც საქართველოს და ბელორუსის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები, ბიზნესმენები და ასევე ბელარუსში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ, უძღვებოდნენ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე და თბილისის მერი, კახა კალაძე.

“ქართული სახლი” მინსკში ბელარუსის რესპუბლიკის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით და ხელშეწყობით “საპარტნიორო ფონდმა” გახსნა.

“ქართულ სახლში” წარმოდგენილია ქართული ღვინის წარმოების ამსახველი ექსპონატები, ქართული ვაზის ოთხმოცსაუკუნოვანი ისტორიის დამადასტურებელი ნიმუშები, აქვეა ქართული ღვინის მაღაზია, თონე, სადაც ქართული ტრადიციული პური ცხვება, ქართული რესტორანი და მარანი, საკონფერენციო დარბაზი და საგამოფენო კუთხე. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საქმიან ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მინსკში „ქართული სახლის“ გახსნა ამის საუკეთესო დასტურია. პროექტის განხორციელების იდეა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაიბადა. მისი მხარდაჭერით, „საპარტნიორო ფონდს“ ბელარუსში ალკოჰოლური სასმელების შეტანისთვის სპეციალური კვოტები მიენიჭა. ჩვენი ქვეყნის მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. ბელარუსი კი საქართველოსათვის ერთ-ერთ სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. „ქართული სახლი“ კარგ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებსა და ბიზნეს კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ბელარუსის ბაზარს შესთავაზონ, იმედი მაქვს „ქართული სახლი“ მინსკელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვს საინტერესო და სასიამოვნო ადგილი გახდება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ღონისძიებისთვის განკუთვნილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის რამდენიმე ნიმუში, ასევე რაჭული ლორი, ჩაი, ნატურალური თაფლი, ჩირი და ქართული ტრადიციული მრეწველობის სხვა ნიმუშები. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ქართულ პროდუქციას, დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ადგილზევე შეეძინათ მათთვის სასურველი ქართული ნაწარმი, რასაც ბევრი მათგანი უაღრესად დადებითად შეხვდა.

“საპარტნიორო ფონდის” გათვლით “ქართულმა სახლმა” ხელი უნდა შეუწყოს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ბელარუსში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას და ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის პოპულარიზაციას.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

16.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

39.8
ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

14
ასკო - ღვინის ბოთლის ჩასადები

ასკო - ღვინის ბოთლის ჩასადები

33.95
ხვანჭკარა

ხვანჭკარა

წითელი ნახევრად ტკბილი