კვლევა: ეხმარება თუ არა ადამიანს ღვინო დეპრესიის და შიშების წინააღმდეგ ბრძოლაში?

01 აგვისტო, 2019წ

გაზიარება

კვლევა: ეხმარება თუ არა ადამიანს ღვინო დეპრესიის და შიშების წინააღმდეგ ბრძოლაში?

კვლევა: ეხმარება თუ არა ადამიანს ღვინო დეპრესიის და შიშების წინააღმდეგ ბრძოლაში?

ღვინო რომ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, ეს უკვე დიდი ხანია, კარგად არის ცნობილი; მას, თუ ზომიერად მოვიხმართ, გააჩნია დადებითი ეფექტი გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის. ის ასევე ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც მადა აქვს დაქვეითებული, უმადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, გონებრივ ჩამორჩენილობასა და ალცჰაიმერის დაავადებასაც კი ებრძვის. მოკლედ, ღვინოს გააჩნია უამრავი სასარგებლო ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მიმდინარე წლის 15 ივლისს, სამეცნიერო ჟურნალ „Neuropharmacology”-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ბუფალოს უნივერსიტეტის მიერ იქნა ჩატარებული, ყურძნის წვენში არსებული ერთი ნივთიერების მოქმედების კიდევ ერთი საინტერესო შედეგი აჩვენა.

კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ყურძნის წვენში შემავალი ნივთიერება, რომელსაც რეზვერატროლი ეწოდება და რომლის დადებითი მოქმედება სხვადასხვა დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში აქამდეც დადასტურებული იყო, დეპრესიას და შიშის შეტევებს აქტიურად ებრძვის.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეზვერატროლი ბლოკავს იმ ენზიმს, რომელიც დეპრესიას და შიშებს აღძრავს.

კვლევა ჩატარდა თაგვებზე. ცხოველებს ინიექციის სახით შეუყვანეს ორგანიზმში დიდი ოდენობით კორტიკოსტერონი, რომელიც ენზიმ ფოსფოდიესტერაზენს (PDE4) ათავისუფლებს და დეპრესიასა და შიშებს იწვევს.

შემდეგ მღრღნელებს მეცნიერებმა დეპრესიის და შიშების გამომწვევი ენზიმის, PDE4-ს წინააღმდეგ რეზვერატროლი გაუკეთეს და დაინახეს, რომ აღნიშნულმა ნივთიერებამ ენზიმის მოქმედება შეაჩერა.

„რეზვერატროლს შეუძლია, გახდეს იმ მედიკამენტების ეფექტური ალტერნატივა, რომელთა მეშვეობითაც დეპრესიის და პანიკის შეტევების მკურნალობა ხდება“, თქვა კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ინგ ხუმ.

თუმცა, ნიშანდობლივია, რომ თაგვებს მათი სხეულების მასასთან შეფარდებით რეზვერატროლის ძალიან მაღალი დოზები მიაწოდეს. ადამიანის წონა კი თაგვის წონას ასეულებჯერ აღემატება. ამიტომ მისი სხეულის მასასთან შეფარდებით გაზრდილი ოდენობით რეზვერატროლი ადამიანმა დეპრესიის და პანიკის შეტევების წინააღმდეგ საბრძოლველად რომ მიიღოს, 67 ტონა ღვინო უნდა დალიოს, რაც, რაღა თქმა უნდა, არარეალურია, რადგან ამ რაოდენობის ღვინოს, მითუმეტეს ერთბაშად, ვერავინ ვერ დალევს. ამიტომ გამოდის, რომ ღვინოში შემავალი რეზვერატროლის ოდენობა არასაკმარისია, რათა მან ანტიდეპრესანტები ჩაანაცვლოს.

სწორედ ამიტომ ღვინო დეპრესიის და შიშების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიძლება, ნაკლებად ეფექტურიაა, თუმცა ბუფალოს უნივერსიტეტის კვლევა იმას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ღვთაებრივი სითხე“ სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული და ზომიერად მოხმარების შემთხვევაში მისი დადებითი მოქმედება ეჭვს არ იწვევს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

9
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

30
იბერიული ქინძმარაული

იბერიული ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

24.95
რქაწითელი ქვევრი

რქაწითელი ქვევრი

45
მანავის მწვანე (ქვევრი)

მანავის მწვანე (ქვევრი)

თეთრი მშრალი