როზენმუსკატელერის ღვინის იშვიათი ჰარმონიულობა და სინატიფე

24 ივნისი, 2019წ

გაზიარება

როზენმუსკატელერის ღვინის იშვიათი ჰარმონიულობა და სინატიფე

როზენმუსკატელერის ღვინის იშვიათი ჰარმონიულობა და სინატიფე

როზენმუსკატელერი წარმოადგენს რარიტეტს ვაზის წითელყურძნიან ჯიშებს შორის. მისგან მოიპოვება მსოფლიოს უიშვიათესი და ძალიან დახვეწილი წითელი ღვინო, რომელსაც ცალსახად დესერტის დანიშნულება აქვს.

ის ძირითადად სამხრეთ ტიროლსა და ტრენტინოში ხარობს. მეორენაირად ტამიანიკა კრნასაც უწოდებენ. ძალიან მგრძობიარეა და მოსავლიანობაც უაღრესად მცირე აქვს, 20-დან 50 ცენტნერამდე 1 ჰექტარზე (შედარებისთვის, ქართული ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშის, რქაწითელის მოსავლიანობა ჰექტარზე 120-150 ცენტნერია). წლიდან წლამდე ავადმყოფობები და ამინდი ხშირად აზრსაც კი უკარგავს რთველის დაწყებას, იმდენად ცოტა მტევანი რჩება ვაზებზე. შესაბამისად მევენახეებს ეს ჯიში არ უყვართ. მსოფლიოში როზენმუსკატელერი ძალიან მცირე ფართობზეა გაშენებული, რაც იმ პირობებს ქმნის, რომ აღნიშნული ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო ძალიან ძვირი ღირს.

ეს ჯიში არ უნდა შეგეშალოთ მსგავსი დასახელების მქონე სხვა ჯიშში, რომელსაც მუსკატ რუჟ დი მადერეს და მოსკატო როზა დი ბრეგანცას უწოდებენ.

საიდან არის წარმოშობით როზენმუსკატელერი, დღეისათვის უცნობია. ბევრი ფიქრობს, რომ დალმაციიდან (ხორვატია), ხოლო ზოგიერთი მკვლევარი მის სამშობლოდ სიცილიას განიხილავს.

2001 წელს ჩატარებული გენეტიკური მასალის ანალიზიდან ცხადი გახდა, რომ როზენმუსკატელერი წარმოშობილია გელბენმუსკატელერისგან, ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშისგან, რომელიც ხორვატიული რუზა პორეზკის იდენტურია.

როზენმუსკატელერი მე-19 საუკუნის შუახანებიდან ხარობს სამხრეთ ტიროლში. აქ აღნიშნული ჯიშის ყურძნის რთველი გვიან ტარდება, რათა მარცვლები ვარდისფრად გამოშრეს. ამგვარად აღწევენ მევენახეები იმას, რომ მტევანში საკმარისი ოდენობით შაქარი დაგროვდეს, რათა ღვინო რაც შეიძლება ტკბილი გამოვიდეს.

როზენმუსკატელერის ღვინო ტკბილია. ეს ღია ფერის წითელი ღვინო ტიპური ინტენსიური ვარდის სურნელით გამოირჩევა. დანარჩენი სპეციფიკური არომატებია მარციპანი, მუსკატი და თაფლი. გემო ხილის აქვს, ხოლო მჟავიანობა ძალიან სასიამოვნო. ღვინის შენახვა 4-დან 6 წლამდე შეიძლება, თუმცა დროსთან ერთან მისთვის ტიპურ სურნელს კარგავს. თავისი განსაკუთრებული სიტკბოს მეშვეობით ძალიან კარგად მიდის ზღვის პროდუქტებსა და ვაშლის შტრუდელთან, ასევე შოკოლადის დესერტთან.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

41.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

37.95
მანავის მწვანე

მანავის მწვანე

28.75
ატენური

ატენური

თეთრი მშრალი