ბოდეგა კოლომე – ვენახი იქ, სადაც ცის სილაჟვარდე მთებს და ადამიანის ოცნებებს ერწყმის

02 ივნისი, 2019წ

გაზიარება

ბოდეგა კოლომე – ვენახი იქ, სადაც ცის სილაჟვარდე მთებს და ადამიანის ოცნებებს ერწყმის

ბოდეგა კოლომე – ვენახი იქ, სადაც ცის სილაჟვარდე მთებს და ადამიანის ოცნებებს ერწყმის

1854 წელი. სწორედ ამ წელს დაიწყო ბოლივიის საზღვართან მდებარე სალტას მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონად ჩამოყალიბების ისტორია.

ლაპარაკია ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ვენახზე მთელ მსოფლიოში, რომელსაც ბოდეგა კოლომე ეწოდება.

აქ, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე ვენახში კაბერნე სოვინიონი და მალბეკი ჯერ კიდევ 1854 წელს გააშენეს.

ეს 165 წლის ვენახი დღემდე არსებობს, ხოლო მიწა უწყვეტად ერთი და იგივე ოჯახის ხელშია უკანასკნელი 188 წლის მანძილზე. დონალდ ჰესი, რომელიც აღნიშნულ ვენახს ფლობს, ცდილობს, შეუწყვეტლად განაგრძოს ოჯახის ლამის ორსაუკუნოვანი ტრადიცია, რაც მიწის მამულის ფლობას და მევენახეობა-მეღვინეობას უკავშირდება.

ვენახი გარს ერტყმის ღვინის მწარმოებელი კომპანიის შენობას, რომელიც ხეობის სათავეში მდებარეობს. ძირითადად ეს კომპანია და ეს ვენახი აძლევს სამუშაოს ქალაქ კოლომეს ადგილობრივ მოსახლეობას.

სწორედ ამ ადგილას, ზღვის დონიდან 2300-დან 3100 მეტრამდე სიმაღლეზე მისდევს მევენახეობას, როგორც ადგილობრივები ხუმრობით უწოდებენ "el loco" (ესპ. გიჟი) – დონალდ ჰესი და ცდილობს, მალბეკსა და კაბერნე სოვინიონთან ერთად აქ პტი ვერდო, შირაზი, ბონარდა და სხვა ჯიშები გააშენოს.

ამ სიმაღლეზე, სადაც წელიწადში 350 დღის მანძილზე მზეა, ხოლო ტემპერატურა დღისით 35 გრადუსიდან ღამით 15 გრადუსზე დაბლა არასოდეს არ ჩამოდის, იდეალური კლიმატური პირობებია არაჩვეულებრივად გემრიელი და გამაოგნებელი არომატების მქონე ყურძნის მისაღებად. შედეგი არის უაღრესად ინტენსიური ფერის, სურნელის და გემოს მახასიათებლების მქონე ღვინოები.

სიმაღლე აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს: ასეთ სიმაღლეზე ჰაერი ხომ ძალიან სუფთა და გამჭვირვალეა და მზესაც დიდი ძალა აქვს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია მევენახეობაში!

არსებითი და საყურადღებო რაც არის, ბოდეგა კოლომე 2008 წლიდან არის ბიოლოგიური ღვინის ნომერი პირველი სერტიფიცირებული მწარმოებელი არგენტინაში. მევენახეს ხელს ისიც უწყობს, რომ გარშემო ვენახი სხვაგან არსად არ არის, რითაც დაავადების გადადების საფრთხე მინიმუმამდეა დასული.

ასეთია ვენახი იქ, სადაც ლაჟვარდოვანი ცა ჰორიზონტზე ლურჯად აღმართულ მთებს და ადამიანის ყველაზე სანუკვარ ოცნებებს ერწყმის, ოცნებებს თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

22.06
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

10.5
ჩინური

ჩინური

თეთრი მშრალი

69.3
ბერკეტიანი კორპსაძრობი (ჰორიზონტალური)

ბერკეტიანი კორპსაძრობი (ჰორიზონტალური)