გამეი – სპრინტერი წითელყურძნიან ჯიშებს შორის

20 მაისი, 2019წ

გაზიარება

გამეი – სპრინტერი წითელყურძნიან ჯიშებს შორის

გამეი – სპრინტერი წითელყურძნიან ჯიშებს შორის

გამეი მართლაც "სპრინტერია" წითელყურძნიან ჯიშებს შორის: კვირტი მალე გამოაქვს, უხვმარცვლიანია და ადვილად შემოდის. თქვენ წარმოიდგინეთ, ღვინოდაც კი ძალიან მალე დგება; ისეთი ღვინოები, როგორებიცაა მაგ. ნუვო და ბუჟულე, რომლებიც გამეის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება, უკვე დაყენებიდან ორ თვეში გადის ბაზარზე, ეს კი ძალიან ადრეული პერიოდია ფრანგული ღვინოებისთვის.

ბუჟულეს ღვინოებისთვის გამეი არის ერთადერთი საფუძველი. ზოგადად, ბუჟულეს რეგიონში ამავე დასახელების ღვინოს სწორედ მხოლოდ გამეის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებენ.

საფრანგეთში გამეის ჯიშის ყურძენი პრაქტიკულად მეღვინეობის ყველა რეგიონში მოჰყავთ, თუმცა ბუჟულე და ლუარი ამ მხრივ მაინც გამოირჩევიან.

ლუარში გამეის ღვინოს "Vin des Pays du Jardin de la France"-ს უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ არის "ღვინო საფრანგეთის ბაღნარიდან".

აღსანიშნავია, რომ გარდა საფრანგეთისა გამეი მოჰყავთ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიის დასავლეთში.

გამეი პინოსა და ჰოინიშის ბუნებრივ ნაჯვარს წარმოადგენს. არ არის ზუსტად დადგენილი, ის საფრანგეთში შეიტანეს თუ ადგილზევე წარმოიშვა. ზუსტად არის დადგენილი მხოლოდ ის, რომ ეს ჯიში ბურგუნდიაში მე-14 საუკუნიდან მოჰყავთ.

გამძლე, ამტანი და უძლიერესი იმუნური სისტემის მქონე გამეი ერთ დროს ფრანგმა მევენახეებმა ისე შეიყვარეს, რომ მან თითქმის საბოლოოდ განდევნა შავი პინო იმ რეგიონებიდან, სადაც ეს უკანასკნელი ისტორიულად მოჰყავდათ. შავ პინოს შედარებით უფრო მეტად სჭირდება მოვლა და ამიტომ ძველი საფრანგეთისთვის ის გამეის მსგავსად მიმზიდველი ვერ გამოდგა მოსაშენებლად.

საფრანგეთში გამეის სრულად „Gamay Noir à Jus Blanc“-ად მოიხსენიებენ, რაც ქართულად "თეთრი წვენის მქონე შავ გამეის" ნიშნავს, რაც იმ ფაქტს ემყარება, რომ გამეის ყურძნის მარცვალს კანი მართალია, შავი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ შიგნით რბილობი აქვს თეთრი.

გამეის ყურძნისგან ფრანგი მევენახეები აწარმოებენ ძლიერი სიმჟავის მქონე მსუბუქ ღვინოებს ტანინების მცირე შემცველობით.

გამეის ღვინო, როგორც წესი, შედარებით ღია ფერისაა, ღია ლალისფერი, მსუბუქი ლურჯი ტონალობით. ის დაყენების შემდეგ მალევე შეგიძლიათ მიირთვათ.

გამეის ღვინოს მაყვლის, ბანანის და ბლის ძლიერი არომატები აქვს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

44.8
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

20.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი