მონტეპულჩიანო

10 მაისი, 2019წ

გაზიარება

მონტეპულჩიანო

მონტეპულჩიანო

ვაზის ჯიში, რომელსაც მონტეპულჩიანო ეწოდება და რომელზეც ახლა მსურს, გიამბოთ, ძირითადად აპენინის ნახევარკუნძულის შუა ნაწილში ხარობს.

მარკეში, აბრუცოში, უმბრიასა და აპულიაში ის ვაზის საერთო ფართობების ნახევარზე მეტს იკავებს.

აბრუცოში მონტეპულჩიანოს ყურძნისგან ამზადებენ ისეთი მაღალი ხარისხის ღვინოებს, როგორიცაა მონეპულჩიანო დ'აბრუცო, რომელიც წესების თანახმად მინიმუმ 70 %-ით მაინც უნდა შედგებოდეს ზემოხსენებული ყურძნისგან.

მარკეში კი მონტეპულჩიანოს ყურძნისგან ისეთ ღვინოებს აყენებენ, როგორებიცაა მაგალითად როსო კონერო და როსო პიენო.

მონტეპულჩიანოს ყურძენი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ისეთი თბილი ქვეყნიდანაა, როგორიც იტალიაა, გვიან მწიფდება, ამიტომ მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი მზე.

მონტეპულჩიანოს ღვინოები როგორც წესი, მშრალია და ფასითაც ხელმისაწვდომი, თუმცა, ისე ნუ ვიფიქრებთ, თითქოს აღნიშნული ჯიშიდან მდარე ღვინოები იწარმოებოდეს: მისი ყველა ხარისხის ღვინო შეგიძლიათ, დააგემოვნოთ, მიუხედავად იმისა, რომ გაბატონებულია მოსაზრება, რომ მონტეპულჩიანოს ყურძნისგან პრემიუმ ღვინოები არ იწარმოება.

ტოსკანაში არსებობს ქალაქი, რომელსაც მონტეპულჩიანო ეწოდება, თუმცა იმ ჯიშს, რომელზეც ჩვენს ახლანდელ ბლოგში ვსაუბრობთ, აღნიშნულ ქალაქთან არაფერი აქვს საერთო. საქმე იმაშია, რომ მონტეპულჩიანო ტოსკანაში არცთუ ისე კარგად ხარობს. მიუხედავად ამისა, ღვინის ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ჯიში სწორედ ტოსკანადან არის წარმოშობით, მაგრამ ამ მოსაზრებას არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი არ უდევს საფუძვლად.

რაც დანამდვილებით ვიცით, მხოლოდ ისაა, რომ მონტეპულჩიანო მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალურ იტალიაში ხარობს, სადაც ის სანგიოვეზეს ტოლს არ უდებს, გავრცელების ფართობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.

მონტეპულჩიანოს ყურძნისგან ნაწარმოები წითელი ღვინო როგორც წესი, ძალიან მუქი ფერისაა, ზომიერი მჟავათი, მოკლედ, ტიპური იტალიური ჯიშია და სანელებლების, მსხლის, ქლიავის და ბლის არომატებს შეიცავს. ამ თვისებათა გამო მონტეპულჩიანო ხშირად გამოიყენება კუპაჟში სხვა ჯიშის ღვინოებთან, განსაკუთრებით კი სანგიოვეზესთან ერთად, თუმცა მას პრიმიტივოსა და ნეგროამაროსთანაც ხშირად ურევენ.

მონტეპულჩიანო ძალიან კარგად ეხამება იტალიური სამზარეულოს ღირსშესანიშნაობებს, კერძოდ კი პიცას და შემწვარ კერძებს.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

17.4
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

41.95
საფერავი - I LOVE YOU

საფერავი - I LOVE YOU

10.95
რქაწითელი

რქაწითელი

თეთრი მშრალი

20.95
საფერავის ჭაჭა მუხაში

საფერავის ჭაჭა მუხაში