ხარისხი საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა

21 იანვარი, 2019წ

გაზიარება

ხარისხი საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა

ხარისხი საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი თავის ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნავდა, რომ „მევენახეობა ძველ საქართველოში უაღრესად განვითარებული უნდა ყოფილიყო, რადგან ისეთი მაღალი ღირსების ვაზ-ყურძნის ჯიშების შექმნა როგორიცაა საფერავი, რქაწითელი და სხვა ჯიშები, ქართველ მევენახეს მხოლოდ ხანგრძლივი და შეგნებული მზრუნველობით აღსავსე მუშაობით შეეძლო“.

საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და განუყოფელი ნიშან-თვისებაა ხარისხი. მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეობის მხარის ქვეყნებში, რომლებიც გამოირჩევიან განვითარებული ხარისხიანი მეღვინეობით საქართველოს დამსახურებულად უჭირავს ერთერთი წამყვანი ადგილი. ვაზის ბევრი შესანიშნავი ქართული ჯიში, უპირველეს ყოვლისა, რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ცოლიკაური და სხვა, რომლებიც ხასიათდებიან ძვირფასი სამეურნეო თვისებების სრული კომპლექსით, საყოველთაო აღიარებით სარგებლობენ და ამჟამად მასიურად კულტივირებულია სამშობლოს ფარგლებს გარეთაც (შუა აზიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთის ტერიტორიებზე, ყირიმში და შორეულ ქვეყნებშიც). 

ყოველივე ზემოაღნიშნული განსაზღვრავს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის თვითმყოფადობას. ყურძნის ადგილობრივი ჯიშების შესანიშნავი ფონდით, საუკუნეების გამოცდილებაზე დაფუძნებული საუკეთესო ღვინოების გამოყვანით, მრავალფეროვანი ღვინის პროდუქციის წარმოების ორიგინალური წესებით, საქართველოს რეფორმამდელ პერიოდში ღირსეული წვლილი შეჰქონდა მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში.

საქართველოსათვის ისტორიულად განმსაზღვრელ დარგებს წარმოადგენდა მევენახეობა და მის საფუძველზე აღმოცენებული მეღვინეობა. სხვადასხვა მხარის ბუნებრივი პირობების შესაბამისად, საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა ზვრების ჯიშობრივი შემადგენლობა, რომელიც მდიდრდებოდა ახალი სელექციური უხვმოსავლიანი და მაღალი ხარისხის ღვინოების მომცემი ჯიშებით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო დონის მევენახეობას და მეღვინეობას. მხარეების მიხედვით ყურძნის წარმოების ანალიზმა მეცნიერებს იჩვენა, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში წამყვან როლს კვლავ კახეთისა და იმერეთის მხარე ასრულებს. თუმცა, დიდი პოტენციალი აქვს ქართლს, გურიას, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოს.

პოპულარული ღვინოები

15
გრანდ საფერავი

გრანდ საფერავი

წითელი მშრალი

15
ცოლიკოური სოვინიონი

ცოლიკოური სოვინიონი

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი