"თელიანი ველი" მომხმარებლებს ახალ ღვინოს სთავაზობს

08 იანვარი, 2019წ

გაზიარება

"თელიანი ველი" მომხმარებლებს ახალ ღვინოს სთავაზობს

"თელიანი ველი" მომხმარებლებს ახალ ღვინოს სთავაზობს

კომპანიამ „თელიანი ველი“ 2018 წლის მიწურულს მომხმარებელს ახალი პრემიალური ღვინო „სამთავრო“ შესთვაზა.  ღვინის პრეზენტაციას ღვინის ბარმა „8000 მოსავალი“ უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „სამთავროს“ რჩეული ღვინოები და გასაუბრებოდნენ კომპანია „თელიანი ველის“ მთავარ მეღვინეს თემურ დაქიშვილს. „სამთავროს“ წარდგენის ღონისძიებას 8000 მოსავალის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET-ის სერტიფიცირებული სომელიე ზაზა გრიგალაშვილი გაუძღვა.

 

 

დასახელება "სამთავრო" ხაზს უსვამს ბრენდის ფასეულობებს და თავისი მნიშვნელობით  პროდუქტის მაღალ ხარისხს გამოხატავს. სწორედ ამის მიხედვით შეიქმნა ბრენდის ვიზუალი, მთავარი და მცირე გერბები. ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური ელემენტი კი კოშკის მეტაფორაა. „სამთავრო“ სამ ღვინოს აერთიანებს- საფერავი რეზერვი, თელიანი რეზერვი და მწვანე დაძველებული მუხაში. თითოეული მათგანი ქართულ ტრადიციულ სამთავრო კოშკს გამოხატავს. კონცეფციასა და დიზაინზე სააგენტომ „More Studio” იმუშავა. დიზაინერებმა ჩვენს მეღვინეებთან ერთად მაღალი ხარისხის ბოთლი და საცობი სპეციალურად შეარჩიეს, ვინაიდან ღვინოს ხანგრძლივი დავარგების პოტენციალი გააჩნია. ასევე შეიქმნა სასაჩუქრე შეფუთვები.

 

 

საფერავი რეზერვი დამზადებულია გვიან შემოდგომით მოწეული საფერავის საუკეთესო მტევნებიდან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში.ინტენსიური და  დაბალანსებული ტანინები განაპირობებს ღვინის ხანგრძლივ და ეგზოტიკურ დაბოლოებას.

 

ადგილწარმოშობის დასახელების, წითელი მშრალი ღვინო „თელიანი რეზერვი“ დამზადებულია კახეთში, თელიანის მიკრო ზონაში მოწეული კაბერნე სოვინიონის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ღვინო დავარგებულია მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში, რაც განაპირობებს გემოს იდეალურ ბალანსს, ხავერდოვან ტანინებსა და სავსე სხეულს.

„მწვანე დაძველებული მუხაში“, დამზადებულია მწვანის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. ღვინო დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში 6 თვის განმავლობაში. გამოირჩევა ვანილის, დაშაქრული თხილის, მუსკატის კაკლისა და დარიჩინის კომპლექსური არომატებით.

 

„სამთავროს“ შეძენა ღვინის მოყვარულებისათვის ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში უკვე შესაძლებელია.

პოპულარული ღვინოები

34.95
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

35
ხიხვი

ხიხვი

თეთრი მშრალი

169
უსახელაური - სასაჩუქრე ყუთით

უსახელაური - სასაჩუქრე ყუთით

წითელი ნახევრად ტკბილი

39.8
ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)

ბოთლის ვაკუუმ საცობი და ტუმბო CONCERTO (5 ერთეული)