რქაწითელი წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსზე ვენახების გაშენებისთვის ემზადებიან

08 იანვარი, 2019წ

გაზიარება

რქაწითელი წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსზე ვენახების გაშენებისთვის ემზადებიან

რქაწითელი წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსზე ვენახების გაშენებისთვის ემზადებიან

ამერიკულ გამოცემა «The Washington Post»-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? -
ქართველი მეცნიერები მარსისთვის ყურძნის ჯიშის შექმნისა და მარსზე ვენახების გაშენების პროექტზე მუშაობენ".

 

"საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. ბუნებრივია, რომ ქართველები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა ჯიშის ვაზი გაიხარებს მარსზე და შესაბამისად, რომელი სახეობის ღვინის დალევა შეიძლება წითელ პლანეტაზე. მეცნიერული კვლევები პასუხს გასცემს კითხვებს რადიაციის, კოსმოსური მტვრისა და სხვა პრობლემების შესახებ, რომელიც პერსპექტივაში მარსზე სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება. ბოლოსდაბოლოს,საინტერესო იქნება რომელი ღვინით შევსებული ჭიქით წარმოითქმება სადღეგრძელო მარსიული ახალი წლის დადგომისას, რომელიც მიწიერი 383 დღის ნაცვლად, 687 დღე გრძელდება", - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც განხილულია კოსმოსური სოფლის მეურნეობის საკითხი და მათ შორის, ქართველი სპეციალისტების მოსაზრებები პლანეტა მარსზე ვენახის გაშენების იდეასთან დაკავშირებით. სსტატიის ავტორია ემი ფერის-როტმენი.

 

რქაწითელი წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსზე ვენახების გაშენებისთვის ემზადებიან

 

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება საქართველოს კოსმოსური კვლევების სააგენტოს დამაარსებელ ნიკოლოზ დობორჯგინიძეს, რომელიც იმავდროულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მრჩევლად მუშაობს.
 
"თუ ჩვენ მარსზე ცხოვრებისათვის ვემზადებით, მაშინ ამ საქმეში საქართველომაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწაზე ღვინო შექმნეს და კარგი იქნება, თუ მარსზეც იგივეს გავაკეთებთ", - ამბობს იგი. მარსზე ვენახის გაშენების იდეა 2016 წელს დაიბადა, როცა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX 20124 წლისათვის მარსზე კოსმოსური ექსპედიციის მოწყობას აპირებს.
პერუელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოიყვანეს კარტოფილის ახალი ჯიში, რომელიც შერგუებული იქნება მარსის ნიადაგს. ამერიკის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს (NASA) უკვე აქვს მარცვლეული კულტურები, რომლებიც სამომავლოდ მარსის საერთაშორისო სადგურზე დაითესება. მიდის მუშაობა პომიდორებისა და წიწაკების სპეციალური ჯიშების შექმნის მიმართულებით. როგორც NASA-ს კვების პროდუქტების წარმოების პროექტის მენეჯერი რალფ ფრიჩი ამბობს, კოსმოსისთვის კვების პროდუქტების წარმოება უმეტესად კალორიებზეა გათვლილი და მენიუში დღემდე არც ყურძენი და არც ღვინო არ შედის. მისი თქმით,"ჩვენ უმეტესად ეკიპაჟის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე. ალბათ, სამომავლოდ ამ მიზნით ალკოჰოლსაც გამოვიყენებთ". განაგრძეთ კითხვა